Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

8 მაისს, პირველი „ახალი ღვინის ფესტივალი“ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზუემში!

8 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ახალი ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს. „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი თბილისის მერიის პატრონაჟით ტარდება. მხარდამჭერები არიან - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, Slow Food Tbilisi, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, წინანდლის მუზეუმი და ჟურნალი „ტაბულა“. საინფორმაციო უზრუნველყოფა – რადიო „უცნობი“, რადიო „ნაცნობი“, გაზეთი „მარანი – Weekend” და ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ www.vinoge.com.

„ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობენ არა მარტო ღვინის კომპანიები და მცირე მარნები, არამედ ოჯახებიც, რომელთა ღვინოები „ღვინის კლუბმა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციულ მეღვინეობის მხარეში შეაგროვა. ოჯახური მარნებიდან ღვინოები სპეციალური დაგუსტაციით შეირჩა. დაავადებული და სხვადასხვა ზადის მქონე ნიმუშები ფესტივალის მიღმა დარჩა.
„ახალი ღვინის ფესტივალისადმი“ აქედანვე დიდ ინტერესს იჩენს როგორც მედია, ისე ღვინის მოყვარულები, რომლებიც მოუთმენლად ელიან ახალ დღესასწაულს. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. საფესტივალო სამზადისის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა გაზეთში „მარანი – Weekend“, რითაც „ღვინის კლუბმა“ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რა ღვინოების დაგემოვნება იქნება შესაძლებელი ეთნოგრაფიულ მუზეუმში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქართული ვაზის იშვიათ ჯიშებზე, რომელთა მიმართაც, ბოლო წლების ტენდენციით, სულ უფრო იზრდება ინტერესი.
ფესტივალის მონაწილეებმა საზოგადოებას ახალი ღვინოები უნდა წარუდგინონ. სწორედ ეს არის „ახალი ღვინის ფესტივალის“ მთავარი პირობა და ხიბლი. ღვინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ახალი, ანუ 2009 წლის მოსავლის ღვინოები ქართული მევენახეობის თითქმის ყველა კუთხიდან : „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „საკმიელა“, „ციცქა“, „ცოლიკოური“, „ჩხავერი”, „უსახელოური“, „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“, „ქისი“, „ხიხვი“, „ალექსანდროული“ და ა.შ. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი საერთაშორისო ჯიშებისგან დამზადებული ბოლო მოსავლის ღვინოებიც.
ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია დიდი ხანია, არსებობს მთელს მსოფლიოში, მაგალითად: საფრანგეთში – Beaujolais Nouveau, ესპანეთში – Festival Vino Nuevo, იტალიაში – Vino Novello.
„ღვინის კლუბის“ პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას თქმით, მეღვინეობის ტრადიციულ ქვეყანაში – საქართველოში ასეთი ტიპის ფესტივალის არარსებობა უარყოფითად აისახებოდა ქართული ღვინის ცნობადობაზე, მომხმარებლის ინფორმირებულობაზე და ზოგადად ღვინის ბიზნესზე.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. მასში მონაწილეობის სურვილი თითქმის ყველა ღვინის კომპანიამ და მცირე მარანმა გამოთქვა. 
 
©ღვინის კლუბი/vinoge.com
 


უეჭველი მოვდივარ :) ერთი კითხვა მაქვს, როგორ შეიძლება მონაწილეობა მივიღო ოჯახური ღვინოების ფესტივალში/გასინჯვაში ან რამე მსგავსში? მგონია, რომ ბიძაჩემი ძალიან მაგარ ღვინოს აყენებს და ანუ მაინტერესებს ვის გავასინჯო რომ შემდეგ ეგეთ ფრესტივალზე მოხვდეს :D

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული