გამოქვეყნებულია: 30 აპრილი, 2010 - 18:38
საჭირო მასალა: 1,5 ს.კ. კარაქი, 6 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი, 500 გ. თხლად დაჭრილი ხახვი, ერთი მწიკვი შაქრის პუდრა, 5 ჭიქა ძროხის ხორცის ნახარში (ბულიონი), 1 დაფნის ფოთოლი, 4 მსხვილი ნაჭერი თეთრი პური, 1 ჩ.კ. ნაკლებად ცხარე მდოგვი, 100 გ. გახეხილი ყველი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: მოზრდილს ქვაბში გავაცხელოთ კარაქი და ზეითუნის ზეთი, ჩავყაროთ ხახვი და შაქრის პუდრა და ვხრაკოთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. ხახვს დავუმატოთ ბულიონი და დაფნის ფოთოლი და წამოვადუღოთ, შემდეგ დავახუროთ საფარებელი და დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. ამის შემდეგ ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი, შევაზავოთ მარილითა და წიწაკით და გადმოვდგათ ცეცხლიდან.პური შევბრაწოთ კარაქში და წავუსვათ ცოტ-ცოტა მდოგვი. წვნიანი ამოვიღოთ თიხის ჯამებში, თითოეულში ჩავდოთ თითო შებრაწული პურის ნაჭერი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. ჯამები სულ ცოტა ხნით შევდგათ ღუმელში და როგორც კი ყველი გადნება, მივიტანოთ სუფრასთან.
რჩევა: შეგვიძლია პურის ნაჭრები დავჭრათ ლუკმებად და ისე შევბრაწოთ.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი