Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კოქტეილი

ბარმენები ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან – ბოთლისა და შეიქერის რაინდები მსოფლიოში უძვირესი კოქტეილის შესაქმნელად იღწვიან. ცოტა ხნის წინ ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ ნომერში ვწერდით ცნობილი ბარმენის, სალვატორე კალაბრეზეს მიერ შექმნილ უძვირფასეს კოქტეილზე, რომლის ერთი ულუფაც რამდენიმე ათასი დოლარი ღირდა. თუმცა ახლა მისი რეკორდი მელბურნელმა, ასევე ცნობილმა “მიქსოლოგმა” - Club 23-ის ბარმენმა ჯოელ ჰეფერნანმა მოხსნა. მან შექმნა ახალი სასმელი Winston, რომლისერთი ჭიქაც 12,5 ათასი დოლარი ღირს - ის ხომ 1858 წლის მოსავლის კონიაკ Croizet Cuvee Leonie-სა და ოქროს ნაზავია. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად Croizet Cuvee Leonie  მსოფლიოში ყველაზე ძვირფას კონიაკად არის მიჩნეული, სულ ცოტა ხნის წინ გამართულ  აუქციონზე ამ სასმლის ერთი ბოთლი 151 ათას დოლარად გაიყიდა. ცხადია, ასეთი ფასის გამო მელბურნელი ბარმენის კოქტეილს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კოქტეილის შესაქმნელად ბარმენს 16 საათი დასჭირდა. ჯერჯერობით არავინ იცის, მოითხოვენ თუ არა კლიენტები ამ უძვირფასესი კოქტეილის დაგემოვნებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია - კალაბრეზეს კოქტეილ Salvatore's Legacy-ის რეკორდი უკვე მოხსნილია.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული