კომპანია „თბილღვინოს“ ახალი პროდუქტი, ბრენდი 5 წლიანი დაძველებით, IWSC London-ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ეს ბრენდი ფრანგული მუხის კასრებში 5 წელი ვარგდებოდა.
IWSC (International Wine and Spirit Competition) ალკოჰოლური სასმლის ყოველწლიური კონკურსია, რომელიც 1969 წელს გერმანელ-ბრიტანელმა ენოლოგმა ანტონ მასელმა დააარსა. მასში ყოველწლიურად 90 ქვეყანაზე მეტი მონაწილეობს. IWSC-ს ჯილდოს მიღება ალკოჰოლური სასმლის ინდუსტრიაში დიდ წარმატებად მიიჩნევა.
„თბილღვინოს“ 5 წლიანი ბრენდი კონკურსის ფარგლებში ჯოელ ჰარისონმა, კოლინ ჰამპდენ-ვაითმა და ტიმ ბლეიკმა დააგემოვნეს და შეაფასეს. „გრეიპფრუტისა და ფორთოხლის ცოცხალი ნოტები ჩირისას ერწყმის, თამბაქოსა და ორცხობილას გემოების საშუალებით კი ტკბილი მთლიანობა იქმნება.“ - აღნიშნულია სასმლის დახასიათებაში.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი