გამოქვეყნებულია: 4 სექტემბერი, 2008 - 14:24
კომპანია Bacardi Limited-ის ბრენდმა Bacardi ახალი პროდუქტი გამოუშვა: გამოყენებისთვის მზა კოქტეილი Bacardi Classic Cocktail Mojito.
პროდუქტის შემადგენლობაში შედის რომი Bacardi Superior, ნატურალური ლაიმი და პიტნა. ვიდრე მიირთმევდეთ, მარტო ყინულის დამატებაღა დაგჭირდებათ.
კოქტეილის დასამზადებლად Bacardi-ს რომის გამოყენების ტრადიცია მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან იწყება, კერძოდ, მას შემდეგ, რაც 1862 წელს დონ ფაგუნდო ბაკარდიმ დაიწყო რომის წარმოება სანტიაგო-დე-კუბაზე.
© "მარანი"
თემა:
თქვენი კომენტარი