Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლის ათი უმსხვილესი მწარმოებელი

გამოცემა Handelsblatt-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც გაყიდვების მხრივ მსოფლიოს ათი უმსხვილესი ალკოჰოლური მარკაა წარმოდგენილი. სტატისტიკური მონაცემები ეყრდნობა 2009 წლის მაჩვენებლებს 0,7 მლ მოცულობის ბოთლების გაყიდვის მიხედვით.

კონცერნ Diageo-ს და მისი წარმოების სასმელებს: Smirnoff,CaptainMorgan, JohnnyWalker, Baileysსიაში საპატიო ადგილები უკავია.

პირველ ადგილზე გავიდა არაყი Smirnoff,  რომელიც წლის განმავლობაში 310 მილიონი გაყიდული ბოთლით ლიდერობს.

სიაში მეორე ადგილზეა რომი Bacardi, 240 მილიონი გაყიდული ბოთლით. Bacardi-ს ეკუთვნის აგრეთვე ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: Martiniდა GreyGoose.

მესამე ადგილზე გავიდა კომპანია Diageo-ს ვისკი JohnnieWalker– წლის მანძილზე 190 მილიონი გაყიდული ბოთლით, რაც ვისკებს შორის ლიდერის პოზიციაა.

მეოთხე ადგილი არაყ Absolut-ს ერგო, 130 მილიონი გაყიდული ბოთლი.

მეხუთე ადგილზე გავიდა ამერიკული ვისკი Jack Daniels, 125 მილიონი გაყიდული ბოთლი.

მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა კომპანია Diageo-ს პროდუქტი, რომი  Captain Morgan  – 110 მილიონი გაყიდული ბოთლი.

მეშვიდე და მერვე ადგილი ტეკილა Jose Cuervo-სა და ლიქიორ Baileys-ს (კომპანია Diageo) ხვდათ წილად – 93 მილიონი გაყიდული ბოთლი.

მეცხრე ადგილზე გერმანული პროდუქტი, 35 გრადუსიანი მცენარეული ლიქიორი Jаеgermeisterმოხვდა – 82 მილიონი გაყიდული ბოთლი.

ბოლო, მეათე ადგილი ელიტური სასმელების სიაში ბრიტანულმა Ballantines-მა დაიკავა 76 მილიონი გაყიდული ბოთლით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული