Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფარშირებული ხახვი

პროდუქტები: 2 -3 დიდი ხახვი, 2 ლ მარილ-წყალი, 200 გ ნარევი ხორცის ფარში, 1 კვერცხი, 2 ს/კ საფანელი წიწაკა, მაიორანი, ტკბილი წიწაკა, მწარე წიწაკა, 100 მლ. ნაღები, 1 ს/კ მდოგვი, 1 ს/კ ბოსტნეულის ნახარშის ფხვნილი, მარილი, წიწაკა 1 ს/კ ძირა.

მომზადება: წყალი მოვადუღოთ, გავუწყოთ მარილი და ჩავაწყოთ გასუფთავებული ხახვი, ვხარშოთ, სანამ არ დარბილდება. ამასობაში ხორცის ფარშს ავურიოთ კვერცხი, საფანელი, მარილი, წიწაკა, ტკბილი წიწაკა (პაპრიკა) და მაიორანი. ხახვი ამოვიღოთ, ამოვაცალოთ გული, დავჭრათ, ავურიოთ ნაღები, მდოგვი, ბოსტნეულის ნახარშის ფხვნილი, მარილი, წიწაკა, ძირა და იმდენი წყალი, რომ ფაფის კონსისტენცია მიიღოს, შიგ ჩავაწყოთ წინასწარ ფარშირებული ხახვები და დაახლოებით 30 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.