keti adeishvili - 20 ივნისი, 2011 - 15:53
დიდი მადლობა ამ მშვენიერი რეცეპტისთვის, დღესვე მოვამზადებ :)
slow - 20 ივნისი, 2011 - 13:48
კარგი სტატია კი არა და ნამუშევარია, ამ საკითხის თავის ნებაზე მიშვება ნაღდად აღარ შეიძლება.
ერთსაც ვიტყვი: თუ იმ გაუგებარი წარმოშობის პროდუქტებით ბავშვების კვება დასაშვებია რომლებსაც სასკოლო ბუფეტებში, გზაში, მაღაზიაში, ბაზარში და მაკდონალდსში ვხვდებით, თუ ისეთი სასმელების სმა შეიძლება, როგორიც ფანტა, პეპსი და კოლაა, ღვინის ერთი მოწრუპვა ბავშვებს ზიანს ნამდვილად არ მიაყენებს.
Anonymous - 20 ივნისი, 2011 - 07:17
ეს არის მექსიკური ცნობილი დესერტი და უკეთეს ვარიანტს შემოგთავაზებტ: ნაღების ნაცვლად 3 კვერცხზე 1 ქილა შესქელებული რძე და 1/2 ჭიქა რძე კარგად გააცხელეთ, ლიმონის ქერქთან ერთად, შემდეგ ცხელს დაასხავთ კვერცხს , დანარჩენი როგორც რეცეპტშია.
keti adeishvili - 17 ივნისი, 2011 - 11:10
საქმე იმაშია, რომ მოსახარშად წყალი უნდა იყოს ზუსტად ერთი ჭიქა და ახლადგარეცხილ მარწყვს შეყვება მაინც დამატებით წყალი. შეიძლება კარგად გადაწურო, მაგრამ შეშრობით უფრო დაზღვეული იქნები. :)
davit - 16 ივნისი, 2011 - 22:46
``გავრეცხოთ და გავაშროთ, შემდეგ მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი``
tu ckals asxamt ragas ashrobt?
Exotour Travel Georgia - 10 ივნისი, 2011 - 20:39
კარგი იქნებოდა მსგავსი მარშუტი საქართველოშიც გვქონდეს
ირაკლი ჯიჯავაძე - 10 ივნისი, 2011 - 00:22
ამ პოსტის დაწერა რუსელენოვანი ამ სტატიისათვის დართულმა ფოტომ მომანდომა.
ორიოდე კვირის წინ გამართულ ღვინის ფესტივალის დამსწრეებს ექოსავით გადაუარა მონასტრის „ქისის“ ქებამ. ღმერთმანი, არ ვაზვიადებ! ვისაც არ ჩაუვლიდი, ვისაც არ კითხავდი ყველა ამ ღვინოზე გასაუბრებოდა ან აღფრთოვანებული, ან გაოცებული და ყოველი მათგანი კიდევ ერთელ მიეშურებოდა მის, უკვე ვინ იცის მერამდენედ, „დასაგემონებლად“ (:) და თან შენაც გეპატიჟებოდა თანამეინახედ. შეიძლება ოდნავ სუბიექტური ვარ იმიტომ, რომ პირადად მე მართლა ასე ვიქცეოდი :):):). მამა გერასიმეც (მგონი ასე ჰქვია მამაოს) უშურველად უსხამდე ყველას...
რამოდენიმე დღის შემდეგ ერთ ჩემს მეგობარს, ჩემსავით დილეტანტ და დამწყებ მოყვარულს, აღტაცებული ვუყვებოდი ამ ღვინის შესახებ და განსაკუთრებით კი იმას ვუსმევდი ხაზს, რომ ღვინოს ბერი (ან ბერები) აყენებს და თვითონვე დადის სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალეზე ამ ღვინოების წარსადგენად. აი აქ გააპროტესტა ჩემმა მოსაუბრემ მამაოს „საქციელი“ – ასეთი მამაო ხომ ლოცვისთვის ნაკლებს მოიცლისო !..
სკოლაში „განდეგილიც“ მასწავლეს, მერე თემებიც მაწერინეს და დაშტამპულად „მასაბუთებინეს“ განდეგილის საქციელის ავ–კარგიანობა, მაგრამ ამ საკითხზე ასე კონკრეტულად აქამდე მართლა არ მიფიქრია. ალბათ ძალზე ბუნებრივადაც მიმაჩნდა, რომ სასულიერო პირებმა მარტო უნდა ილოცონ, იგალობონ, აღსარება ჩაიბარონ და სჯულის კანონით დადგენილი სხვა პროცედურები აღასრულონ. (სიკეთის კეთებას კი მაინცდამაინც მღვდლობა არ სჭირდება და ნებისმიერს შეუძლია მისი ქმნა)
ამ ბლოგის ყველა მკითხველს აქვს წარმოდგენა რა შრომასთანაა დაკავშირებული ვენახის მოვლა, შემდეგ კი ღვინის დაყენება. ამიტომაც შეიძლება მამაოს და მის სულიერ ძმებს სხვებთან შედარებით მართლაც შედარებით ნაკლები დრო რჩებოდეთ ლოცვისთვის.
რადიო თავისუფლებისათვის მალხაზის გაკეთებულ სიუჟეტს დავუჯერე და მაკიაველის „მთავარის“ წინასატყვაობა წავიკითხე. აი იქ ამოვიკითხე ერთი ფრაზა – „ღმერთი ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა და სამშობლო დაერქვა“ (!!!) არ მინდა ამ პოსტში ბანალური სიტყვები დავტკეპნო, ასგზის ჩემზე პროფესიონალების მიერ ასგზის ნათქვამი გავიმეორე და ისევ ვაქო ალავერდის მონასტრის მარნის საამაყო და საშური ქართული საქმე ტრადიციული მეღვინეობის გამოცოცხლების შესახებ (განზრახ არ გამოვიყენე სიტყვა „აღორძინება“ – ჯერ მანამდე გრძელი და კატორღულად შრომატევადე გზაა გასავლელელი). არც იმის ახსნას შევუდგები, რა მნიშვნელობა და პერსპექტივა აქვს თავად ღვინის და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოსთვის.
არც ერთი აღმსარებლობის სასულიერო პირის და მით უფრო არც ქრისტიანულის, ღვაწლის და საქმის დაკნინება აზრადაც არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ მამა გერასიმე სწორედ იმათთაგანია, ვინც არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმითაც ლოცულობს.
ხოდა, დაგვლოცა მამაო !
პ.ს. მგონი ცოტა პატეთიკური გამომივიდა და მაპატიეთ :)
ავთანდილი - 1 ივნისი, 2011 - 17:41
გამარჯობა!
ვინმეს ხომ არ გაგაჩნიათ ბატონი გიორგი ბერულავას საკონტაქტო ინფორმაცია?
გმადლობთ ყურადღებისთვის