daviti - 25 ივნისი, 2011 - 00:14
xom ver metyvit cigns ra kvia da gayidvashi aris tu ara ukve??
მალხაზ ხარბედია - 24 ივნისი, 2011 - 21:45
ნუ გააციებთ კერას :) ესეც ინგლისურად, ვისაც აინტერესებს. http://www.youtube.com/watch?v=oIc1g95E0hE&feature=watch_response
ირაკლი ჯიჯავაძე - 24 ივნისი, 2011 - 14:00
ორი დღეა არ შემომიხედავს ბლოგზე. არადა, კარგი დებატები გამოგვსვლია ამ ფილმთან და ზოგადად თემესთან დაკავშირებით. აი, ბატონი ალეკოს შეფასებები კი ცოტათი გადამეტებულად მეჩვენება. გასაგებია, რომ ქვევრის ღვინო კარგია, კარგი კი არა ბრწყინვალე, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ამის საპირწონედ ევროპული ღვინოები გაწებილ-დაკონსერვებული ალკოჰოლური სასმელებია მაინცდამაინც. ქვევრის ღვონოს კარგი მარკეტინგი ჭირდება. ის გაძეძგილჰალსტუხიანი ბატონები კი ბიზნესმენები არიან და იმ ღვინოებს აწარმოებენ , რასაც ბაზარი მოითხოვს. ამ მომენტში ქვევრის ღვინის ასეთი გაფეტიშება ცოტათი გადამეტებული მგონია და "რაც ქართულია ძაან მაგარიას" ბურუსშია გახვეული. მოდით სიმართლე ვთქვათ - ამ ქვევრის ღვინის ცნობადობა სპეციალტთა ვიწრო წრეებსაც არ გაცდენია ჯერ (ერთეულ გამონაკლისების გარდა). იქნება ბაზარზე მოთხოვნა, დამეწმუნეთ ცისტერნების ღვინო კი არა, ოფისის დიზაინსაც კი ქვევრის ფორმაში გადაწყვეტენ კომპანიის არქიტექტორები და პირველი ბადაგონი მოახდენს მის ულტრა მოდერნისტული დიზაინის ოფისს რეკონსტრუირებას უძველესი ქართული ტრადიციის კვალდაკვალ.
ტრადიცია პანაცეა ნადვილად არ არის. ტრადიცია იმის ტრადიციაა, რომ შეფასდეს ახალ რეალობასთნა მიმართებით და თუ საჭიროა გადაფასდეს კიდეც. ხოდა მოდით ორივე სახის ღვინოს მივცეთ არსებობის უფლება და მომხმარებელმა თავად გადაწყვიტოს რომელს მიირთმევს.
ღვინოს განათლების კუთხით კი მართლა სამუშაო და ამ საქმეს ჩინოვნიკთა პოლიტიკური ნება ჭირდება.
განათლებული მომხმარებელი კი თავად გააკეთებს არჩევანს, ქვევრის ღვინოსა და "ძველი სამყაროს" ღვინოებს შორის.
პ.ს. პირადად მე მამა გერასიმეს მიერ ქვევრში დაყნებული მირჩევნია მირჩევნია ყველაფერს,მაგამ პინო ნუარსაც არ ვაკადრებ აუგს არას დიდებით.
keti adeishvili - 24 ივნისი, 2011 - 10:46
რუკოლა სალათის სახეობაა, რომელიც ძირითადად დიდ სუპერმარკეტებში იყიდება. თავისუფლად შეგიძლიათ მისი შეცვლა ჩვეულებრივი სალათის ფოთლებით. მე პირადადე წიწმატსაც ვცდიდი მცირე რაოდენობით. :)
ნინო დაუთაშვილი–ონიანი - 23 ივნისი, 2011 - 09:26
ვეთანხმები ალეკო ცქიტიშვილს. ერთს დავამატებდი მოლოდ: ამ ფრანგ ქალბატონს ბევრ ქართველზე უკეთ ესმის, ქართული ღვინის არსი და კიდევ ის,რომ ღვინო მხოლოდ ალკოჰოლური სასმელი კი არა,უდიდესი კულტურაცაა.
რაც შეეხება ზოგიერთისთვის გამაღიზიანებელ კომეტარს ,,ნაცრისფერი პოსტსაბჭოთა ქვეყნის შესახებ,– ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ევროპის რომელიმე ქვეყანაში,მიხვდება,რომ დაბანილ–დავარცხნილ–გაკრიალებულ–მოვლილი ევროპის ფონზე მართლაც უღიმღამოდ გამოიყურება ჩვენი ქალაქები და სოფლები ( ბუნებას არ ვგულისხმობ – რისი გაფუჭებაც ჯერ ვერ მოვასწარით,მართლაც მშვენიერია საქართველოში )
ალეკო ცქიტიშვილი - 23 ივნისი, 2011 - 02:03
ძალიანაც სწორი აქცენტები ჰქონდა. ჩვენს კუდაბზიკა მეღვინეებს, შარდონე, პინო, მერლოზე რომ აბოდებთ და ცისტერნიდან ვერ ამოსულან, სწორედ ასეთმა უცხოელმა ავტორიტეტმა უნდა უთხრას ხმამაღლა - მიხედეთ ქვევრს! მიხედეთ ეროვნულ ჯიშებს! ისე, თავისით ვერ მიხვდებიან ამას. საქართველოს მეღვინეობა - ის, რაც მართლა ქართულია, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ნამდვილად არეის მე-17, მე-18 საუკუნეების დონეზე. იზაბელმა სწორედ ეს აჩვენა. ძალიანაც კარგი, რომ არც ერთი ქარხანა არ გააპიარა! ძალიანაც კარგი, რომ არ იყო ფილმი გაძეძგილი ჰალსტუხიანი ჩინოვნიკების ყალბი კომენტარებით და გულზე მუშტებიოს ბრახუნით - ამას ვაკეთებთ და იმას ვაკეთებთო. ამ სიყალბეს ისევ წვიმაში იზაბელას კრეფა სჯობია. სინამდვილეში, ეს ფილმი მოგვითხრობს იმაზე, რომ რა მიმართულებითაც სამუშაოა და რაც გასაკეთებელია, იმ მიმართულებით არაფერი კეთდება! ვინც არ გაითვალისწინებს "შეშლილი ფრანგი ქალის" რჩევებს და ფიცს, მისი ნებაა - დაარქვან ისევ მარნებს შატოები (რადგან პოგრებების დრო წავიდა) და სვან ე. წ. ევროპულად დაყენებული, გაწებილ-დაკონსერვატებული შარდონეები, სანამ არ მიხვდებიან, რომ წყალს ნაყავენ! სანამ ისევ მადლიანი ქვერისკენ არ მიბრუნდებიან და არ მიხვდებიან, რომ ქართული მეღვინეობის გზა ქვევრზე გადის.
VANSKI - 21 ივნისი, 2011 - 20:57
dzalian mdare xarisxis gadacema iyo.saertod ar iyo naxsenebi imeruli da kaxuri teqnologia.marto qvevri qvevrshi sheidzleba wyalic chaasxa xom unda exsenebiat dawvrilebit ra procesebi midis da a.sh
p.s chemi azrit ki chveni produqtis gapiareba chvenive sakmea da ara vigaca sheshlili frangis.
ლაშა - 21 ივნისი, 2011 - 14:35
მეც ვეთანხმები ირაკლის, ფრიად ზედაპირული გადაცემა იყო ჩემი აზრით, მრავალი გამაღიზიანებელი, თუ სასაცილო ეპიზოდებით (ჩამოთვლილებზე რომ აღარაფერი ვთქვა, იგივე გურიის ეპიზოდი: მასპინძლების აზრის მიუხედავად წვიმაში ყურძნის კრეფა... გამაოგნებელია ღვინის ექსპერტად რომ თავი მოაქვს ისეთმა ვინმემ ყურძნის კრეფის ელემენტარული წესები არ იცოდეს.მთლიანობაში ძალიან გამაღიზიანა ყველა ღვინის გასინჯვისას ერთი და იგივე, დაყენებული და არაგულწრფელი ფრაზების რახარუხმა. ან თუნდაც იმან იმერეთი რომ ერთი ხუთჯერ გადაკვეთა თავისი მოგზაურობის დროს და ერთხელაც არსად უხსენებია ღვინოსთან მიმართებაში (ჭურებს რომ ამზადებდა იმ კაცთან მაინც ეხსენებინა, დიდი ეჭვი მაქვს იმერეთში ხდებოდა ეგ ყველაფერი)... აღარ მინდა გავაგრძელო. ბითურობა იყო... ). რათქმაუნდა ცნობადობა აუცილებელია და თრეველ ჩენელზე გასული გადაცემა მის გაზრდას შეუწყობს ხელს, ეს უდავოა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ უცხოელი მაყურებელი დებილია და ის რასაც ჩვენ ვამჩნევთ (მაგალითად კაცს რომ საკუთარი სახლ კარი აქვს სავალალო მდგომარეობაში, საკუთარ ჭიშკარს, რომ ჟანგი უჭამს და შეღებვაც კი არ ადარდებს, ღვინოს მოუფრთხილდება და ჰიგიენურად სუფთად აწარმოებს ან მოუვლის) ვერ შეამჩნევს, ან ნაკლებად სენსიტიური და მომთხოვნი იქნება. ცნობადობას ორი მხარე აქვს, ან კარგი მხრით ხარ ცნობილი ან ცუდი მხრით.
ირაკლი ჯიჯავაძე - 21 ივნისი, 2011 - 10:39
ეს გადაცემა დიდი ხნის წინა დაანონსდა და მართლა დიდი ინტერესით ვუცდიდი. თავიდან ბოლომდე ვუყურე "იმედზე". საინტერესო დინამიკა ქონდა გადაცემას, თუმცა ჩემთვის გადაცემის პათოსი გამაღიზიანებელი იყო. ამ "შეშლილმა ფრანგმა ქალბატონმა" ჯერ ერთი საქართველო მე-16 17-ე საუკუნის ქვეყნად წარმოაჩნა მთლიანობაში, რომლის ღირსება თურმე მხოლოდ ისაა, რომ აქ პოსტაბჭოთა ქვეყნისათვის დამახასიათებელი სერი ფერების ნაცვლად, ულამაზესი ბუნება და ხასხასა ფერთა გამაა. ან კიდევ თურმე საქართველომ ტრადიციული ღვინოები უნდა აკეთეს და თავი უნდა გაანებოს ევროპულ მეთოდს (აი, ბადაგონის მეღვინეებს "დედა რომ დააფიცა" მუხაში აღარ გავაკეთებთ ღვინოსო :)). აუცილებლად უნდა კეთდებოდეს საქართველოში ტრადიციული წესით ღვინო, უფრო მეტიც, ესეთი ღვინო ქვეყნის ერთგავარ რეკლამად და პიარადაც უნდა იქცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თანამედროვე ტენდენციებს აღარ მივაქციოთ ყურადღება. საქართველოში 500-ზე მეტი ყურზნის ჯიშია აღწერილი. მათი შეკუპაჟეპით ახალ-ახალი ღვინის მიღების გრანდიოზული სარბიელზე რატომ უნდა ვთქვათ უარი ნეტავი??? ჩემი თხოვნა მეღვინეეს, - "ჩურიკები" გააკეთეთ თითებით თუ კიდევ ვინმე დაგაფიცებთ, რომ ევროპული ღვინო არ დააყენოთო :):):)
აი, გადაცემის ბოლო ეპიზოდმა, ხომ საერთო გამაგიჟა, - ამ ქალის გარეშე ქართული ღვინის მესვეურები აქამდე ერთად,საქმიან შეხვედრაზე არ შეკრებილან ნეტავი, თუ ეს ქალბატონი რომ არა, ვერც აწი მოიფიქრებდნენ ერთად ჩამოსხდომას ???
არჩენვებს ხომ ჩვენით ვერანაირად ვერ ვატარებთ, ხოდა ახლა ეგღა დაგვაკლდა ღვინის დაყენებაზე დაკვირვებელთა საერთაშორისო ახტაჯანა დელაგატებმა ჭკუა იმზეურონ აქ.
კარგით რა,
ვინმე უცხოელი დამტვრეული ქართულით "გამარჯობას" და "ხაჩაპურს" თუ გამოთქვამს, რატომ ვიშლებით ჭკუიდან და ცას რატომ ვეწევით ბედნიერებით, ვერ ვგებულობ...