keti adeishvili - 6 ივლისი, 2011 - 20:11
ეს კულტურა ძალიან ხელმისაწვდომია, სამთოქიმიის შენობაში იყიდება სხვადასხვა სოკოს სპორები, რომელსაც ჩემი რამდენიმე ახლობელი ძალიან წარმატებით მოიხმარს - შინ, აივანზე თესავს ბამბაზე და მოსავალიც მოყავს. :) კონკრეტულად ქამა სოკოს რაც შეეხება - ეს სოკო საჭიროებს სპეციალურ კლიმატს და ამ მხრივ არის სირთულე, გარკვეული ტემპერატურა და ტენიანობა ჭირდებ, თუმცა ზოგს ქამასოკოც მოყავს სპეციალურად მომზადებულ სარდაფებში.
Anonymous - 5 ივლისი, 2011 - 21:31
Kama sokosgan ugemrieles xinkals amzadebda bebiachemi, bavshvobashi tyeshic bevri mikrefia, magram ar sheidzleba xelovnurad moshenebis cultura shemovides sakartveloshi a rogorc sxva kveynebshis? Sul tyeshi xom ver irben roca soko dagchirdeba
Zura - 5 ივლისი, 2011 - 15:52
ბორდოში ფესტივალი წელს ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ერთი იყო ეგრედ წოდებული ინდუსტრიული ღვინის გამოფენა და მეორე ნატურალური ღვინის,ტერუარების გამოფენა.სწორედ ტერუარების გამოფენაზე იყო ქარმოდგენილი ქართული ღვინის კომპანია ”ჩვენი ღვინო” მეტი იმფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ
http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=21&st=480
ირაკლი ჯიჯავაძე - 5 ივლისი, 2011 - 13:19
სურათზე,პირველ რიგში ჩამწრივებულ ღვინოებიდან ერთ-ერთს (მარცხნიდან მეხუთეს)მგონი ეტილეტზე ქვევრი აქვს გამოსახული. ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ ასე იყოს:) არადა ქართული წარმოების ღვინო ნამდვილად არ არის (?!)
გიორგი ბერუაშვილი - 5 ივლისი, 2011 - 11:22
საქართველო თუ იყო წარმოდგენილი?
და თუ იყო რომელი პროდუქციით?
Keti Jurkhadze - 29 ივნისი, 2011 - 00:03
didi madloba fantastiuri fotoa. da rom itkvian tancavigeee :))))))
ირაკლი ჯიჯავაძე - 28 ივნისი, 2011 - 10:34
თელავის ღვინის მარანს საიტი განუახლებია. ძალიან დაღვეწილი და ინფორმაციული საიტია. ვურჩევ ყველას, რომ შეიხედოს http://marani.co/
ირაკლი ჯიჯავაძე - 27 ივნისი, 2011 - 13:19
მაღაზია "ვინოთეკაზე" გადამეტებულად კი არა, ცოტა ნაკლებადაც წერია. მართლა ძალიან კეთილგანწობილები არიან. არასდროს არ მიგრძვნია ამ მაღაზიაში თავი კლიენტად, უფრო შინაურ სტუმრად და ახლო მეგობრად, რომელსაც სასმელების დიდი კოლექციის მქონე ახლობელი უშურველად გასაინჯებს სხვადასხვა ღვინოებს. ღამის ორ და სამ საათზეც ხშირად შემიძენია ღვინოები აქ და ცოტა შეზარხოშებულს პლასტიკურიც თამამად გადამიხარჯია ოვერდრაფტის იმედით. :):):)
ამ ხუთშბათას ხელფასის დღე მაქვს და სამუშაო საათების მერე თქვენთან ვარ, მაღაზიაში :):):)
აი ღვინის სამყაროში კი მთლად კარგად ვერ არის საქმე, ამას ვიყავი ამ მაღაზიის რესტორანში ვიყავი თითქმის საქმიან სადილზე და მომსახურე პერსონალი თეთრ და წითელ ღვინოებს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან, მეწყვილე კერძზე ხომ საუბარიც აღარ ღირდა. სწრაფად მოვრჩით შეკვეთილ კერძს და "ვინოთეკის" გზას დავადაქით იმ დღესაც. ის საქმეც იქ მოვაგვარეთ წარმატებით ჩემი საკრედიტო ბარათის შევიწროვების ხარჯზე :)
ძაან ძვირია ქართული ღვინო :(:(:(
zurab topuridze - 26 ივნისი, 2011 - 01:39
რა საშიშია წერა საქვეყნოდ, ღმერთმა არ ქნას შეგეშალოს რამე, სულ მათრახით გცემენ. რა ვართ ეს ქართველები, ჯერ ცემა ტყეპა, მერე შეჯიბრი სიყვარულში :-))
მალხაზ ხარბედია - 25 ივნისი, 2011 - 01:06
წიგნს ქვია "ქართული ღვინისა და კერძის შეხამებები", გამოსცა ღვინის კლუბმა და იყიდება ღვინის მაღაზიებში, ვინოთეკა, ლესელიძეზე, ღვინის სამყარო ლაღიძეზე, ოპერასთან, წიგნის მაღაზია დიოგენე, სპორტის სასახლის გვერდით...