Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაპონური ჟურნალი ქართულ მეღვინეობაზე წერს

აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის რეგიონის სოფელი ვაჩნაძიანი ცნობილია იმით, რომ იქ ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესი მარანია. ადგილობრივებმა მისი მშენებლობა 1900-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. Japan News “მეღვინეობა ხარებაზე” საუბრობს, რომელიც 1953 წელს გაიხსნა ხელახლა, ახლა კი, თითქმის 70 წლის შემდეგ კომპანია, როგორც ვკითხულობთ, 50-ზე მეტი დასახელების ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს, ღვინოს, კონიაკსა და ჭაჭას. 

ავტორი სტატიაში “მეღვინეობა ხარებას” სხვადასხვა ღვინოს განიხილავს, საუბრობს საქართველოზე, ქართულ ღვინის კულტურასა და ტრადიციებზეც: “კლასიკური საფერავი - ღრმა, წითელი ფერის ღვინო ცოცხალი, წითელი ხილის არომატებით გამოირჩევა. უხდება ზღვის პროდუქტებსა და იაპონურ კერძებს. ქვევრის საფერავი კი ხილისა და ცოტა ცხარე ტონებით ხასიათდება, იგრძნობთ კენკრის სურნელებასაც. მასში ძალიან დაბალანსებული მჟავიანობა და  ტანინების დონეა. ქინძმარაულში მწიფე ალუბლის არომატებია და თუ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი ღვინო მოგწონთ, მისით აუცილებლად ისიამოვნებთ” - წერს ავტორი.

ვკითხულობთ კრახუნაზეც, რომელიც საკმაოდ  ხანგრძლივი დაბოლოებითა და არომატებით გამოირჩევა, უხდება ცივ “აპეტაიზერებს”. ქვევრის კრახუნაში კი იგრძნობთ ელეგანტურ და დახვეწილ  მცენარეულ ნოტებსა და თაფლის სურნელებას. ქისი ჩირისა და თხილეულის არომატებით ხასიათდება, სხეულიანი, კარგად დაბალანსებული ღვინო ბოლოში აუცილებლად დაგიტოვებთ სასიამოვნო გემოებს.

იაპონური მეღვინეობა საკმაოდ ახალია, სულ რაღაც 140 წლის წინ დაიწყო. პირველი მწარმოებლები 1870-იან წლებში yamanashi-დან იყვნენ, სადაც ყურძენს, ძირითადად, კერძებში იყენებდნენ. საფრანგეთში სწავლის შემდეგ კი მეღვინეობას იაპონიაში მიჰყვეს ხელი. ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ჯიში არის კოშუ  Koshu და წითელი Muscat Bailey A, რომელიც Vitis Labrusca-სა და Vitis vinifera-სგან გამოყვანილი ჯიშია. Vitis vinifera პირველად 1970-იანი წლების მეორე ნახევარში დარგეს. იაპონიაში კიდევ ერთი გავრცელებული ჯიშია კაბერნე, ხოლო ბევრი მწარმოებელი Syrah-სა და პინო ნუარის კულტივირებას ცდილობს. ხშირია ასევე Kerner და სოვინიონ ბლანი. ტენიან გარემოში Vitis coignetiae-დან გამოყვანილ ჯიშებს რგავენ, როგორიცაა Niagara, Concord და Delaware. იაპონიაში 200-მდე ღვინის საწარმოს შეხვდებით, მათგან 96% მცირე მარანია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული