Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფერადი ღვეზელი ბოსტნეულით

საჭირო მასალა: 500 გ. ფენოვანი ან ნახევრად ფენოვანი ცომი, 100 გ. პურის ფქვილი, 200 გ. ყვავილოვანი კომბოსტო, 200 გ. მწვანე ბარდა, 150 მლ. 22%-იანი ნაღები, 100 გ. არაჟანი, 3 ცალი კვერცხი, 100 გ. ყველი “ემენტალი,” ჩ.კ. მარილი, ჩ.კ. დაფქული თეთრი პილპილი, ჩ.კ. დაფქული მჯავზი, 200 გ. პომიდორი.

მოზადება: ცომი გავაბრტყელოთ 1-2 სმ. სისქეზე და ჩავდოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში, გავუკეთოთ გვერდები, და აქა-იქა ჩანგლით დავჩხვლიტოთ. კომბოსტო და ბროკოლი დავანაწევროთ და მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. ნაღები, არაჟანი, კვერცხი, ყველი და სანელებლები ერთად კარგად ავურიოთ. მომზადებულ ცომზე დავაწყოთ ყვავილოვანი კომბოსტო, ბარდა და შუაზე გაჭრილი პომიდვრები, მოვასხათ გათქვეფილი კვერცხისა და ნაღების მასა და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული