Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინაში ღვინის კულტურის აყვავებაზე ზრუნავენ

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ნიკოლაი პრისიაჟნიუკმა ქვეყნის მოქალაქეებს მეტი ღვინის მოხმარებისაკენ მოუწოდა და ამ კამპანიას შესაფერისი ლოზუნგიც წაუმძღვარა - ,,ღვინო – ეს კვების პროდუქტია.” უკრაინის ხელისუფლებას გამიზნული აქვს ღვინის მოხმარება ქვეყნის მასშტაბით ათჯერ გაზარდოს და ამისთვის ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ გრივნასაც ხარჯავს, მაგრამ ჯერჯერობით სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ MმხოლოდO გასულ წელს უკრაინის მთავრობამ მეღვინეობის სფეროს განვითარებისთვის 480 მილიონი გრივნა გამოყო. პრისიაჟნიუკის აზრით, მეღვინეობის დარგის ასაღორძინებლად დაახლოებით ხუთი მილიარდი გრივნაა საჭირო, რის მოძიებასაც მთავრობა, სავარაუდოდ, ინვესტიციების მოზიდვით აპირებს. მინისტრის თქმით, “ღვინის ფესტივალის დღის” სახელმწიფო დონეზე დამტკიცებისთვის, რომელიც იალტაში გაიმართება, მან წინანადებით მიმართა მინისტრთა კაბინეტს.

,,დარწმუნებული ვარ, ამგვარი ღონისძიებების გატარების შედეგად ჩვენ შევძლებთ უფრო აქტიურად განვავითაროთ მეღვინეობის დარგი და ამ სფეროთი ტურისტებიც დავაინტერესოთ. უნგრელმა მეღვინეებმა გაგვიმხილეს, რომ მათი პროდუქციის 30% სწორედ ტურისტები ყიდულობენ სხვადასხვა მარნებსა თუ მეურნეობებში ვიზიტისას. ჩვენი მიზანია, სწორედ ამ მიმართულებით ვიფიქროთ და ავაღორძინოთ მეღვინეობა” – დასძინა მინისტრმა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული