Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოთუშული ბოსტნეული ესპანურად

საჭირო მასალა: 2 ძირი ოხრახუში, 2 სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 3-4 თავი ხახვი, 1 კგ. კარტოფილი, 180 გ. მშრალი შებოლილი ძეხვი, მაგალითად “salami”, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1-2 ღერი ზაფრანა, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 750 მლ. ბოსტნეულის ბულიონი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და სიგრძეზე თხლად დავჭრათ. წვრილად დავკეპოთ ოხრახუში. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ხოლო კარტოფილი – საშუალო ნაჭრებად. 1/2 სმ. სისქის ნაჭრებად დავჭრათ ძეხვი. ქოთანში ან სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავუმატოთ წიწაკა, 2 წუთის შემდეგ ამოვიღოთ და ჩავყაროთ ხახვი, ძეხვი, ოხრახუში და 1-2 წუთის შემდეგ დავუმატოთ კარტოფილი, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი და დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი. როცა მოდუღდება, ავუწიოთ ცეცხლს და 15-20 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე ვხარშოთ. როდესაც კარტოფილი მოიხარშება, დავუმატოთ შემწვარი წიწაკა, შევანელოთ მარილითა და პილპილით და კიდევ 3 წუთი ვხარშოთ. 
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული