Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ახალგაზრდების დიდი ინტერესი ამ სფეროს მიმართ ღვინის ინდუსტრიის ხარისხზე აუცილებლად აისახება” - ინტერვიუ გია ტოგონიძესთან

გია ტოგონიძე უკვე მრავალი წელია ღვინოს აწარმოებს. წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან არის, "ტოგონიძის ღვინის" დაარსება 2012 წელს გადაწყვიტა, როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეღვინეები დასაწყისშივე გულით მოეკიდონ ამ საქმიანობას, თორემ სხვაგვარად კარგი ღვინო ვერ დადგება. 

თქვენთვის ძვირფასი ან საყვარელი  მოგონება გაიხსენეთ გასული წლების “ახალი ღვინის ფესტივალიდან”.

Ბოლო გამოფენაზე 2023 წელს ძალიან ცუდი ამინდის მიუხედავად გამოფენის ხახლმრავლობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი მოგონებაა ჩემთვის. 

თქვენი ბოლო მოსავლის ღვინოების მახასიათებლების შესახებ მოგვიყევით. რომელი ღვინოები უნდა წარადგინოთ ფესტივალზე და თქვენი რჩეული რომელია?

ახალი ღვინის ფესტივალზე Წარსადგენი ღვინოები იქნება: საფერავი ბუდეშურისებრი, კახური მწვანე, რქაწითელი-ქისი.

Ჩემი რჩეულია საფერავი.

რა არის თქვენთვის ყველაზე მხიარული/დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ვენახში მუშაობისას ან ღვინის დაწურვის პროცესში გამოგიცდიათ? 

ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 3 ტონა ნახევრიან ქვევრში ჩასვლა და გაწმენდა მაშინ, როცა 14 წლის ვიყავი.

თუ აქამდე ფესტივალის სტუმარი ყოფილხართ, მოგვიყევით, რა შეგრძნებაა, როცა ახლა დახლის სხვა მხარეს იდგებით და თავად წარუდგენთ სტუმრებს ღვინოს?

- Სიამოვნება ის არის, რომ ვაზიარო სტუმარს ან მომსვლელს ქართული კულტურა - ანუ ღვინო.

- რა დაბრკოლებები შეგხვედრიათ მეღვინეობის გზაზე, გასული წლის რთველმა როგორ ჩაიარა თქვენთვის?

- დაბრკოლებები ბევრია, თუმცა ასე გამოყოფა, მარტივი საქმე არ არის. გასული რთველის ვენახების დიდი ნაწილი გაფუჭდა, მაგრამ ამის მიუხედავად მოსავალი მივიღეთ და საბოლოო პროდუქტით მაინც კმაყოფილი ვარ.

- რას ფიქრობთ, თქვენი ღვინის დაჭაშნიკებისას რა დაამახსოვრდებათ ან გაჰყვებათ დღის ბოლომდე ფესტივალის სტუმრებს?

- ეს წინასწარ არ ვიცით, იმედი გვაქვს მოეწონებათ და რაც მთავარია, გულწრფელ შეფასებას მოგვცემენ.

- რა არის თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, ყველაზე საინტერესო ასპექტი განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ღვინოს სტუმრებს აცნობთ ღვინის ფესტივალზე?

- Ჩემთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ვაზიარებ პროდუქტს, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს ღვინოს ისე, როგორც ყველა მეღვინე, მეც ძალიან ვგულშემატკივრობ. ასე რომ ასეთ დროს გულწრფელი დაინტერესება და ახალი აზრების მოსმენა დადებითი ემოციებით მავსებს.

- უკაცრიელ კუნძულზე ერთი ღვინის წაღება რომ შეგეძლოთ, რომელს წაიღებდით?

- Ჩვენს 2017 წლის კახურ მწვანეს.

- მომავლის თვალსაზრისით, რა განვითარებას ან ტენდენციებს ელით ქართული ღვინის ინდუსტრიაში და როგორ ხედავთ თქვენს როლს ამ ცვლილებების საპასუხოდ?

- Მცირე მეღვინეობის როლი ამ ინდუსტრიაში ნამდვილად დიდია. მიხარია, რომ ყოველ წელს ახალი მეღვინეები გვემატებიან და ახალგაზრდების დაინტერსებაც ამ სფეროს მიმართ იმატებს, რადგან ვფიქრობ, ეს აუცილებალდ აისახება ინდუსტრიის ხარისხზე.

არის თუ არა რაიმე სამომავლო პროექტი ან ინიციატივა, ახალი ღვინის კატეგორიის წარმოება, რომელიც დაგეგმილი გაქვთ? თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?

- იმის გამო, რომ მე წარმოშობით  დასავლეთ საქართველოდან ვარ, მინდა  ჩვენს მარანში გაჩნდეს დასავლეთ საქართველოს უნიკალური ჯიშის ღვინოები. ფესტივალი გვეხმარება ქართული ღვინის პოპულარიზაციაში.

- რაიმე რჩევას ხომ არ მისცემდით ღვინის მოყვარულებს ან უბრალოდ რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ღვინის ფესტივალზე სტუმრობა სურთ?

- Რჩევა არ მაქვს, ვეტყოდი, რომ დააგემოვნონ ფესტივალზე არსებული ღვინოები და ქათულ მეღვინეობებს აუცილებლად ესტუმრონ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული