Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ცვალებადი მოდა

მარკეტინგული კვლევების სააგენტო Wine Intelligence-მა ღვინის მოყვარულ ბრიტანელთა მორიგი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. სამი წლის წინ ჩატარებულ იმავე ტიპის გამოკითხვის შედეგებთან შედარებამ ცხადყო, რომ თეთრი ღვინის მოყვარულ ბრიტანელთა პროცენტული მაჩვენებელი 45%-დან 37%-მდე შემცირდა. სამაგიეროდ, იმატა ვარდისფერი ღვინის დამფასებელთა რაოდენობამ - თუ სამი წლის წინ ბრიტანელთა 10% ანიჭებდა უპირატესობას ვარდისფერ ღვინოს, ახლა ეს მაჩვენებელი უკვე 18%-ს აღწევს. ცვლილებები შეინიშნება აგრეთვე ღვინის წარმომავლობისა და სახეობებისადმი ბრიტანელთა დამოკიდებულების საკითხშიც. თუ სამი წლის წინ გამოკითხულთა 70% თვეში ერთხელ მაინც სინჯავდა ავსტრალიურ ღვინოს, ახლა 65% იქცევა ასე. ფრანგულ ღვინოს გამოკითხულთა 53% მიირთმევს, მაშინ, როცა სამი წლის წინ ეს მაჩვენებელი 66%-ს შეადგენდა. სამაგიეროდ, აშკარად მატულობს სამხრეთაფრიკული (50% ნაცვლად 46%-სა) და ახალზელანდიური (27% ნაცვლად 22%-სა) ღვინის დამფასებელთა რიცხვი.

თანდათანობით იკლო შარდონეს, გამესა და კაბერნე სოვინიონის პოპულარობამ, მათ ნაცვლად ახლა უკვე პინო გრი (53% ნაცვლად 43%-ისა) იკავებს წამყვან პოზიციებს, მას არ ჩამორჩებიან მერლო და შირაზი. გამოკითხვის ეს შედეგები ნათლად ასახავენ მსოფლიოში მიმდინარე ალკოჰოლურ მოდას, რადგან ბრიტანეთი დღეს სწორედ ამ მოდის კანონმდებლად ითვლება.
 
© ღვინისკლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული