Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო და კრიპტო სამყარო: GCWine

ყოველწლიურად დეცენტრალიზებული ფინანსები ვითარდება და თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებასაც აადვილებს. Georgia Cradle of Wine (“ქართული ღვინის აკვანი”) ასეთი დადებითი კრიპტო ინვესტიციის ნათელი მაგალითია. მისი უპირველესი მიზანია კრიპტოვალუტის გამოყენებით ქართული ტრადიციული ღვინის წარმოება საერთაშორისო ბაზარს დაუკავშიროს. მათ სურთ დაეხმარონ ქართულ ღვინის კომპანიებს, რომლებსაც თავიანთი პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა სურთ. 

როგორც ხელმძღვანელები წერენ, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წყალობით ქართული ღვინის შეძენა უფრო გამარტივდება: “ჩვენი “ტოკენი” GCW რეალურ ბიზნესსა და ციფრულ სამყაროს შორის დამაკავშირებელი ხიდი გახდება. პირველ რიგში ქართული ღვინის საზღვარგარეთ გატანას ვაპირებთ, ხოლო გრძელვადიან მიზნად კი საკუთარი ღვინის წარმოება დავისახეთ. მყიდველი GCWine ტოკენს, როგორც გადახდის საშუალებას, ისე გამოიყენებს. შესაძლებელი იქნება BNB-ის, ETH-ისა და BTC ადაპტირებული კოინების გამოყენებაც გადახასახდელად, რაც კრიპტო ვალუტის გამოყენების საზღვრებსა და არეალს გააფართოვებს.” - აღნიშნავენ დამფუძნებლები. 

მათი გუნდი, როგორც ვკითხულობთ, მარკეტინგის ექსპერტებისგან, იურისტებისგან და ამ სფეროს სპეციალისტებისგან შედგება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ისინი თავდაპირველად საქართველოს ბაზრიდან დაიწყებენ, რათა საერთაშორისო მასშტაბით სამომავლო წარმატების განსაზღვრა შეძლონ. GCWine ადგილობრივ მეღვინეებსა და მწარმოებლებს უკავშირდება, ზოგადად კი “ტოკენის” მეშვეობით გაყიდვები ძალიან “გამჭვირვალე” იქნება, რაც, მათი აზრით, სანდოობას უფრო მეტად გაზრდის. როგორც ვკითხულობთ, GSWine ტრანსსასაზღვრო გადახდებს უჭერს მხარს,  დამფუძნებლები კი აპირებენ თანდათან უფრო და უფრო მეტი ფუნქციები შესძინონ თავიანთ “ტოკენს”. 

GCWine-ს განსაზღვრული აქვს ოთხი თანმიმდევრული ეტაპი, რაც მათი ბიზნესის თანდათანობით გაზრდას შეუწყობს ხელს. ამჟამად GCW საწყის ეტაპზეა, კერძო გაყიდვები 1 სექტემბერს დაიწყო. თვითონ პროექტი განთავსებულია Smart Chain-ზე, რაც ნებისმიერ ICO კამპანიაში მნიშვნელოვანი ნაწილია. უნდა ითქვას, რომ ჯამურად საკმაოდ დიდი რაოდენობის ტოკენია დაბეჭდილი, რაც იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ მათი პროექტი გლობალურ გეგმებთანაა დაკავშირებული. მეორე ეტაპი მათი გუნდის გლობალიზაციას, საჯარო ICO-სა და სოციალური მედიის მიმდევრების გაზრდას გულისხმობს. მესამე ეტაპზე კი GCW-ის გუნდი საჭირო ლიცენზიებს მიიღებს და ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გეგმავს. ბოლო ეტაპი მაშინ დასრულდება, როდესაც GCW ევროპაში ღვინის სრულფასოვნად, საკმარისად რეალიზაციას მოახერხებს. უფრო მეტს მათ შესახებ GCWine-ის გვერდზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.