Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დებიუტი სამხრეთ კორეის გამოფენაზე

დღეს, 23 აპრილს გაიხსნა სეულის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა (The 13th Seoul International Wines & Spirits Expo (SWS Expo), რომელიც წელს სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგამოფენო ცენტრში - COEX Hall-ში ტარდება (7 776 მ²). 

ღონისძიება ორგანიზებულია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორთა ასოციაციისა და კორეის სომელიეთა ასოციაციის მიერ. გამოფენა ორ დღეს გრძელდება და მასში მონაწილეობას იღებს 200 კომპანია 20 ქვეყნიდან. ღონისძიებას, სულ, დაახლოებით, 30 000 ვიზიტორი ეწვევა, მათგან 6000 ბაიერი - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორები, სასტუმროების, რესტორნებისა და ბარების, უნივერმაღებისა და სუპერმარკეტების ინდუსტრიის წარმომადგენლები. გამოფენის თემატიკა მრავალფეროვანია და ითვალისწინებს არამხოლოდ ღვინის წარდგინებას, არამედ - სხვა მაღალალკოჰოლური სასმელებისაც (ლუდი, არაყი, ჯინი, ვისკი, ბრენდი, ტეკილა, საკე და სხვ.). ცალკე ზონები დაეთმობა ღვინის აქსესუარებსა და შესაფუთ საშუალებებს, ყველსა და შოკოლადს. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს კორეაში მოქმედი ღვინისა და ლიქიორის ჟურნალები, ღვინის საგანმანათლებლო ორგანიზაციები, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები კორეაში და სხვ. 

სეულის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში წელს საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას. წარმოდგენილია 7 კომპანიის - „შუმის“, „თელავის ღვინის მარანის“, „მეღვინეობა ხარებას“, „არმაზის ღვინოების“, „კახური ღვინის მარანის“, „კახურისა“ და „სარაჯიშვილის“ პროდუქცია. გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ აფხაზავა. 

იაპონიისა და სამხრეთ კორეის გამოფენებში მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პროდუქცია შესთავაზონ და საქმიანი კონტაქტი დაამყარონ ადგილობრივ ბაიერებთან. მეორე მხრივ კი ღონისძიებაში მონაწილეობა საინტერესოა ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის. აქტივობას, ერთგვარი, კვლევითი ფუნქციაც აქვს და მარკეტინგული სტრატეგიის  იმ ამოცანას ემსახურება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს  სამხრეთ კორეის ბაზარზე ქართული ღვინის შესაძლებლობების შესწავლა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული