Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რობერტ პარკერმა ესპანეთის სახელმწიფო ჯილდო მიიღო

მსოფლიო ღვინის გურუდ აღიარებულ რობერტ პარკერ უმცროსს, რომელიც ღვინის ყველაზე გავლენიან კრიტიკოსად ითვლება, ესპანეთის სამეფოს მაღალი სახელმწიფო ჯილდო - დიდი ჯვრის ორდენი მიენიჭა. რობერტ პარკერმა, ბორდოსა და რონის ველების ღვინოების უბადლო სპეციალისტმა, დიდი შრომა გასწია ესპანური ღვინოების საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლადაც. 1947 წელს დაბადებულმა ღვინის ექსპერტმა და კრიტიკოსმა სახელი ღვინის ჟურნალ The Wine Advocate - ში მოღვაწეობით გაითქვა. გარდა სტატიებისა, ის მკითხველს სხვადასხვა ღვინის დეგუსტაციის დეტალებსა და შენიშვნებს აცნობდა, რასაც თან ურთავდა 100 ბალიანი შკალით აღნიშნულ რეიტინგებს. რობერტ პარკერი იყო ერთ-ერთი პირველი იმ საერთაშორისო ექსპერტთაგან, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ისეთ ესპანურ ღვინოებზე, როგორიცაა: Pesquera, Vega Sicilia, Pingus, L’Ermita, Vina El Pison, Clos Martinet და ისინი მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის დაასახელა. თავის პროგნოზებში რობერტ პარკერი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა ესპანური ღვინოების ღირსებებს და მათ მსოფლიო აღიარებას უწინასწარმეტყველებდა. მართლაც, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჟურნალ The Robert Parker’s Wine Advocate - ის მიერ ესპანურ ღვინოებს რვაჯერ მიენიჭა უმაღლესი, 100 ქულიანი შეფასება. შედარებისთვის – იმავე პერიოდში ასეთი მაღალი შეფასება იტალიურმა ღვინოებმა მხოლოდ სამჯერ დაიმსახურა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.