Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მევენახეთა დაუდევრობა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჟირონდის დეპარტამენტში დიდი ორომტრიალია ატეხილი - ადგილობრივ მეღვინეებს სკოლის მოწაფეების მასობრივ მოწამვლაში ედებათ ბრალი. ეკოლოგთა ადგილობრივმა ორგანიზაცია Sepanso-მ პროკურატურას მიმართა და ამ ინციდენტის გამოძიება მოითხოვა.

მაისში ადგილობრივი სკოლის ათეულობით მოსწავლე ისე ცუდად გახდა, რომ ზოგი მათგანი საავადმყოფოშიც კი გადაიყვანეს. სოფლის მეურნეობის ექსპერტებმა და ექიმებმა ივარაუდეს, რომ ბავშვები, შესაძლოა, პესტიციდებით იყვნენ მოწამლულნი. 

სავარაუდოდ, ერთ-ერთი მარნის მევენახეებმა ვაზს პესტიციდები მოასხურეს. ეს ქიმიური ნივთიერებები კი ქარმა გაფანტა და ახლომდებარე სკოლამდე მიიტანა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში აკრძალულია მცენარის შეწამვლა, თუ ქარის სიჩქარე გარკვეულ მაჩვენებელს აღემატება.

მართალია, მოწამლული ბავშვების მშობლები ჯერჯერობით არ ჩივიან, მაგრამ მათ ნაცვლად საჩივრის წერილი პოლიციაში Sepanso-ს აქტივისტებმა შეიტანეს. თუ საქმე სასამართლომდე მივა, დაუდევარ მეღვინეს ან 150 ათასი ევროს გადახდას დააკისრებენ ან ექვსი თვით ციხეში გამოკეტავენ. 

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული