Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომბოსტოს ღვეზელი

საჭირო მასალა: ცომისთვის – 2 ჭიქა თბილ წყალი, 1 ჩ.კ. მარილი, 2 ს.კ. მშრალი საფუარი, 1 ჩ.კ. შაქარი, 0,5 ჭიქა ზეთი, 1200 გ ფქვილი. გულსართისთვის – 800 გ კომბოსტო, 2 თავი ხახვი, ზეთი – მოსაშუშად, მარილი, პილპილი და კამა – გემოვნებით.

მომზადება: საფუარი ავურიოთ 2 ჭიქა ფქვილში. თბილს წყალში გავხსნათ, შაქარი, მარილი და შევურიოთ ფქვილიან საფუარს, შემდეგ ვამატოთ დანარჩენი ფქვილი და ზეთი. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი. ცომი მოვათავსოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. კომბოსტო თხლად ავკეპოთ, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, წვრილად დავჭრათ კამა. ხახვი და კომბოსტო ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ მარილი, პილპილი და კამა. აფუებული ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, შიგ მოვათავსოთ გულსართი და დავაწყოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფულრცელზე, რომ ცოტა ამოფუვდეს. ღვეზელებს შეგვიძლია ზემოდან წავუსვათ დამდნარი ცხიმი ან კვერცხის გული, რომ მოიბრაწოს. გამოვაცხოთ კარგად გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.