Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Matambre

საჭირო მასალა: 2 ნაჭერი საქონლის ხორცის ფილე, 0,5 თავი ნიორი, 50 მლ ღვინის ძმარი, 1 ჩ.კ. ხმელი ბეგქონდარა, 1 ცალი სტაფილო, 300 გ ისპანახი, 4 ცალი მოხარშული კვერცხი, 4-5 ცალი სოკო, 3 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში, 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა, მარილი – გემოვნებით, ქათმის ბულიონი და ზეთი – საჭიროებისამებრ.

მომზადება: ხორცი თხლად დავჭრათ და ბრტყელ თეფშზე დავაწყოთ.  ნიორი დავნაყოთ, შევურიოთ ძმარი, ბეგქონდარა და მოვასხათ ხორცს, ზემოდან მეორე თეფში დავაფაროთ და 6 საათით შევდგათ მაცივარში. სტაფილო კუბებად დავჭრათ და მოვხარშოთ. ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან, შევამშრალოთ ხელსაწმენდით და დავბეგვოთ. ხორცის თითოეულ ფენაზე დავაფინოთ ისპანახის ფოთლები, ზედ დავაწყოთ სტაფილო, მოვაყაროთ ოხრახუში, წვრილად დაჭრილი კვერცხი, სოკო, მარილი და პილპილი. გადავახვიოთ რულეტებად და ძაფით კარგად შევკრათ, რომ არ გაიხსნას. გადავიტანოთ დაბალ ქვაბში, დავასხათ ბულიონი და ვხარშოთ, სანამ არ მომზადდება. მზა რულეტები 10 წუთით ჩავტოვოთ ბულიონში და შემდეგ ამოვიღოთ, დავჭრათ, როცა გაგრილდება. შეგვიძლია ღუმელში დავბრაწოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული