ბრიტანული ღვინის ყოველდღიური ჟურნალში Financial Times ქართულ ღვინოზე, ქვევრზე, 2023 წლის მოსავალსა და რთველზე წერენ. სტატიას ავტორი ლეგენდით იწყებს, შემდეგ კი თავის გამოცდილებაზე საუბრობს. ღვინის მოყვარული კამილა ბელ დეივისი თავის ოპერატორთან ერთად თავდაპირველად კახეთში ჩავიდა, სადაც ავთანდილ ხუციშვილს, მეღვინეს ესტუმრნენ: "ყველა ჩუმად არის და სწრაფად მოძრაობს, ზოგი ყურძნით დატვირთულ ყუთებს ეზიდება, ზოგი კი ვაზიდან გაწაფულად კრეფს ნაყოფს, მეც ვუერთდები, ვცდილობ მათ ტემპს ავყვე და ყურძნის მძიმე სათლი, რომელიც საოცარ რუსნელს აფრქვევს, სატვირთო მანქანაში გავცალო." - წერს ავტორი.
დიდხნიანი შრომის შემდეგ დაღლილებმა ჩრდილში დაისვენეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანით სახლში დაბრუნდნენ: "გზად უამრავი ასეთი სატვირთო მანქანა შეგვხვდა, ყურძნის სათლებით დატვირთული, სახლში უკან დაბრუნებისას კი მასპინძლები მწვადს ამზადებენ, რაც რთველის დაგვირგვინებაა. შემდეგ ყურძნის დაწურვის პროცესი იწყება." მეღვინე აღნიშნავს, რომ ყურძენს ძირითადად ბავშვებს აწურინებენ, ავტორისთვის კი ეს პროცესი, როგორც თვითონ წერს, ძალიან საინტერესო, უჩვეულო და სასიამოვნოა: "შემდეგ სუფრას შლიან, ნიგვზიან ბადრიჯანს, ხაჭაპურს, გასული წლის ღვინოებს. სუფრაზე კი სადღეგრძელოებს ამბობენ, ყველგან გაიგონებთ შეძახილებს "გაუმარჯოს". იქით სტუმრები კარგ მოსავალზე საუბრობენ, ბებია კი კუთხეში ზის და ნიგოზს ამტვრევს" - ვკითხულობთ Financial Times-ზე.
ღვინის შემდეგ მასპინძელმა ჭაჭა გაასინჯა: "ერთ-ერთი სტუმარი ასე ამბობდა, ქართულ ღვინოს ჯანმრთელობა მოაქვს, ჭაჭის დასალევად კი ჯანმრთელი უნდა იყოო". ავთანდილ ხუციშვილის მარნის შემდეგ კამილა სოფელ კაკაბეთთან "ველინოს" ეწვია. დიდი აღტაცებით საუბრობს ველინომდე მიმავალ გზაზე, ხედებსა და მონასტრებზე, ვენახებზე. შემდეგ ქარვისფერ ღვინოზე და იმ ტექნოლოგიაზეც უამბობს მკითხველს, რაც თეთრ ყურძენს ფერს უცვლის ქვევრში, "ველინოს" რქაწითელზეც წერს: "იგრძნობა ინტენსიური არომატები, ვაშლისა და მუხის ნოტები, ძალიან ლამაზი, გამჭვირვალე ქარვისფერი. საფერავი კი სწორედ ის ღვინოა, რომელსაც უმოკლეს დროში თქვენს სისხლშიც კი იგრნობთ" - ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც financial times-ზე გაეცნობით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი