საჭირო მასალა: 1 კგ მოხარშული კარტოფილი, 5 თავი ხახვი, 2-3 ღერი დაჭრილი მწვანე ხახვი, 1 პატარა წითელი ტკბილი წიწაკა, 2-3 ღერი პრასი, 1 კბილი ნიორი, 0,5 ს.კ. მარილი, 3 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი, 8 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 1 ცალი მოზრდილი (1,2 კგ) შესაწვავად გამზადებული კობრი, 2 ს.კ. ფქვილი, 250 გ ქამა სოკო, 20 გ კარაქი, 1 პატარა კონა ოხრახუში, მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მომზადება: კარტოფილი საშუალო ზომის ნაჭრებად, წიწაკა – თხელ რგოლებად, ხოლო 1 თავი ხახვი - წვრილად დავჭრათ. ნიორი დავნაყოთ. მარილი, პილპილი, პრასი, ნიორი და ძმარი ავურიოთ, დავუმატოთ 6 ს.კ. ზეთი, კარტოფილი, ხახვი და წიწაკა. თევზს შიგნიდან და გარედან წავუსვათ ზეთი, მარილი და პილპილი. ამოვავლოთ ფქვილში და შევდგათ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35 წუთით. შიგადაშიგ თევზს მოვასხათ შეწვისას გამოყოფილი მისივე წვენი. დარჩენილი ხახვი წვრილად დავჭრათ. სოკოები ორად ან ოთხად გავჭრათ. ოხრახუში წვრილად დავკეპოთ. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავუმატოთ ხახვი და 2-3 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ. დავუმატოთ სოკო და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ, დავაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. თევზი სუფრაზე სოკოსთან და კარტოფილის სალათასთან ერთად მივიტანოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი