Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მინი კექსები ლორით

მასალა: 20 გ. ახალი საფუარი, 1 არასავსე ჩ/კ შაქარის ფხვნილი, 250 გ. ფქვილი, 1 მწიკვი მარილი, 50 გ. ზეითუნის ზეთი, 200 გ. ყველი, 1 კვერცხი, მარილი, შავი პილპილი.

მომზადება: საფუარი გავხსნათ 150 გ. თბილ რძეში, დავუმატოთ შაქარი, ავურიოთ და დავდგათ 10 წუთით. ფქვილი გავცრათ ჯამში, დავუმატოთ მარილი, ზეითუნის ზეთი და რძეში გახსნილი საფუარი. მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად თბილ ადგილას. სანამ ცომი აფუვდება, ლორი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ყველი გავხეხოთ, ავურიოთ ლორს და კვერცხს, შევაზავოთ მარილით და პილპილით. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე. პატარა კექსის ფორმებს წავუსვათ ცხიმი და ნახევრამდე ჩავდოთ ცომი, მეორე ნახევარი კი შევავსოთ ლორისა და ყველის მასით, ასე გავაჩეროთ დაახლოებით 20 წუთი ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი გამოვაცხოთ ღუმელში.

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული