Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამუშაო შეხვედრებზე ქვევრის ღვინის სტანდარტები შემუშავდება

ქვევრის ღვინის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრების პირველმა დღემ ღვინის ხარისხის სისტემის განვითარების ხელშემწყობი ფონდის ლაბორატორიაში შედეგიანად ჩაიარა. 

შეხვედრებში, რომლებიც ტარდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან მონაწილეობას იღებს ყველა ის ღვინის მწარმოებელი, რომლებიც მიმართავენ ქვევრში ღვინის წარმოების ტექნოლოგიას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ ქვევრის პრაქტიკოსი ოსტატები იმერეთის რეგიონიდან. 

კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ქვევრის ღვინის კლასტერის მუშაობის მიზანია თანამშრომლობის შედეგად ქვევრის ღვინის ხარისხის გაუმჯობესება საერთაშორისო ბაზარზე მისი უკეთესი პოზიციონირებისთვის. ამ მიზნით სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები - ქვევრის წარმოებისათვის საჭირო მასალის განსაზღვრა, ქვევრის დამზადებისა და მისი მიწაში განთავსების მეთოდები, ქვევრის გაწმენდა და კონსერვაცია, ღვინის წარმოება და ფერმენტაცია და სხვ. 

ქვევრის კლასტერის კოორდინატორის, იაგო ბიტარიშვილის ცნობით, სამუშაო შეხვედრების შედეგად ადგილობრივ პროფესიონალთა და საერთაშორისო ექსპერტთა თანამშრომლობის საფუძველზე, შემუშავდება ქვევრის ღვინის სტანდარტი, სადაც განსაზღვრული იქნება ქვევრის დამზადებისა და მასში ღვინის წარმოების მეთოდოლოგიურ-ტექნიკური დეტალები.  ეს იქნება გაიდლაინი, პროფესიული სტანდარტი, რომლის საკანონმდებლო კონტექსტში განხილვის საკითხი ამ ეტაპზე, არ დგას. 

„ღვინის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბარში ღვინის მწარმოებელი, ზურაბ თოფურიძე („იბერიელი“) აღნიშნავს, რომ დღევანდელი სამუშაო შეხვედრა „ქვევრის ღვინის“ რაობის განსაზღვრის, მის გარშემო არსებული სხვადასხვა დამოკიდებულებების მორიგების, ძირითადი პრობლემების სტრუქტურირების პირველი  მცდელობაა. მისი აზრით, ღვინის მწარმოებლებისთვის უდაოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექსპერტების სტრატეგიული ხედვების -, მათი მეცნიერული და პრაქტიკული მიდგომების გაცნობა.

GIZ-ის სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით რამდენიმე კლასტერს აერთიანებს - საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნაში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა, ვაზისა და ღვინის კანონის ჩამოყალიბების პროცესში ექსპერტული კონსულტირება, ასევე, საქართველოში მევენახეობასა და მეღვინეობის განათლების ხელშეწყობა. ქვევრის ღვინის კლასტერის საქმიანობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ორ წელიწადს გაგრძელდება.  

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული