Home
ქართული | English
სექტემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული სუფრის ფილოსოფია: ტრადიციებისა და ღირებულებების ერთობა - Eat this

Eat This სტატიაში ტრადიციული ქართული სუფრის შესახებ წერენ. ასვტორი აღწერს ამ “მოვლენას”, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ქართულ კულტურაში: “სუფრის განსაკუთრებულობა არა მხოლოდ კერძებსა და ღვინოშია, არამედ მასში ჩადებულ ღრმა სულიერ და ეთიკურ ღირებულებებში.” - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ ხდება სუფრაზე ურთიერთობები, თაობათა შორის კომუნიკაცია და ღირებულებების გადაცემა.

თამადას განსაკუთრებული როლის შესახებაც ვკითხულობთ: “როგორც სუფრის ლიდერი, თამადა სადღეგრძელოებს წარმართავს, ქმნის ხალისიან გარემოს და უზრუნველყოფს, რომ ყველა სტუმარი იყოს სუფრის ნაწილი. თამადობა მხოლოდ ფორმალური “როლი” არ არის, არამედ ის ქართულ ტრადიციას და კულტურულ იდენტობას წარმოადგენს. მისი სიტყვები, ზოგჯერ ხუმრობაც, სუფრას ემოციურ შინაარსს სძენს. საყურადღებოა ის, თუ როგორ აერთიანებს სუფრა სხვადასხვა ფენისა და ასაკის ადამიანებს და ადამიანებს თითქოს ერთიან ოჯახად აქცევს."

ავტორი სუფრას სოციალურ ლაბორატორიას უწოდებს, სადაც ადამიანები ერთმანეთ არა მხოლოდ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას უზიარებენ, არამედ თანამედროვე შეხედულებებსაც: “სუფრა არასდროს არის მხოლოდ სადღეგრძელოები, ეს არის ურთიერთობის ნამდვილი ხელოვნებაა. სუფრა ქმნის სივრცეს, სადაც შეიძლება ახალი იდეები, საერთო გეგმები და საზოგადოების ღირებულებები ჩამოყალიბდეს.

სტატიაში ავტორი დასძენს იმასაც, რომ ქართული სუფრის სიმბოლური მნიშვნელობა მისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადაცემის მექანიზმად გვევლინება: “ხშირად ასეთი ცერემონიები მეტად ანტიკური დროიდან მომდინარეობს, სადაც თითოეული სადღეგრძელო განსაკუთრებულ თემაზეა მიძღვნილი.“ და აქვე აღინიშნავს იმასაც, რომ სუფრის ტრადიცია არასდროს კარგავს აქტუალობას, არამედ მუდმივად იცვლება და ვითარდება, რაც მის უნიკალურობას კიდევ უფრო აძლიერებს.

ავტორისთვის სუფრა ერთგვარი ფილოსოფიურ ფენომენია, სადაც ადამიანის ცხოვრების და ყოველდღიურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები იყრის თავს. ხაზს უსვამენ სტატიაში იმასაც, რომ 

სუფრა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული სიმდიდრეა, რომელიც შორიდანაც კი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.