Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სპაგეტი მოლუსკებით

საჭირო მასალა: 2 თავი ხახვი შალოტი, 2 კბილი ნიორი, 10 გ ნედლი ჯანჯაფილი, 2 ღერი ლიმონის სორგო, 8 ცალი პამიდორი ჩერი, 1 კონა ქინძი, 1 ცალი ცხარე წიწაკა ჩილი, 400 გ მოლუსკები ნიჟარებიანად, 200 გ სპაგეტი, 150 მლ ქოქოსის რძე, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 50 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 2-3 ს.კ. ლაიმის წვენი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი წვრილად დავკეპოთ. ლიმონის სორგო გავასუფთავოთ. პამიდვრები ოთხად გავჭრათ. ქინძი მსხვილად დავჭრათ. წიწაკა სიგრძეზე გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და წვრილად დავჭრათ. ნიჟარები კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში. სპაგეტი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით. ქოქოსის რძე შევათბოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმტოთ ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი და ლიმონის სორგო, ვშუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ მოლუსკები, პამიდორი, წიწაკა ჩილი, ქინძის ნახევარი. დავასხათ ქოქოსის რძე და ღვინო. თავდახურული ვშუშოთ 3 წუთის განმავლობაში, სანამ ნიჟარები არ გაიხსნება. მოვაყაროთ მარილი, შაქარი და პილპილი. მოლუსკებს შევურიოთ მოხარშული პასტა, მოვასხათ ლაიმის წვენი და მოვაყაროთ დანარჩენი ქინძი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული