Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწვანე, შუხმანი, 2014

ეს ახალი, ცინცხალი მწვანე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კახური მწვანე ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯიშია კლასიკურად დაყენებული თეთრი ღვინოებისთვის. ამ ჩალისფერ ღვინოში პირველივე სურნელებიდან იგრძნობა ხილის მწიფე არომატები, ოღონდ განსხვავებით კლასიკური მწვანეებისგან, აქ, ატმისა და მწვანე ან ყვავილოვანი არომატების გარდა ტროპიკული ხილის ტონებსაც იგრძნობთ – ანანასი, ბანანი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ყურძენი კარგად იყო დამწიფებული დაკრეფისას, რის შედეგადაც საკმაოდ ძლიერი, 13,5%-იანი ღვინო დადგა. დაბოლოებაც საკმაოდ ხანგრძლივი აქვს, საუკეთესო მისაყოლებელია ყველებთან, მოხარშულ ან გამოყვანილ ორაგულის ხორცთან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.