Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ისპანახის კრემ-სუპი

საჭირო მასალა: 200 გ ისპანახი, 350 გ კარტოფილი, 200 გ ხახვი, 0.7 ლ წყალი, 1 ლ რძე, 2 ს.კ. ზეთი, 200 გ ჭვავის პური, მარილი, წიწაკა გემოვნებით.

მომზადება: ხახვი წვრილად დავჭრათ, კარტოფილი დავჭრათ პატარა კუბებად. სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი. დავასხათ წყალი და როცა ადუღდება, დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი. 15 წუთის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ისპანახი და ვადუღოთ კიდევ 10 წუთი. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ბლენდერში გავთქვიფოთ. ცალკე ჭურჭელში ავადუღოთ რძე, დავუმატოთ ბოსტნეულის პიურეს, კარგად მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ცალკე მოვამზადოთ ორცხობილები – ქერქი მოვაცალოთ პურს, დავჭრათ კუბებად და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოვაშროთ. სუფრასთან მიტანის წინ  წვნიანის თეფშს ზემოდან ორცხობილები მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული