Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კურდღელი თეთრი ღვინისა და ტარხუნის სოუსში

4 - 6 ულუფა
მასალა:
1 მთლიანი კურდღელი
1 ბოთლი თეთრი 
(მშრალი) ღვინო
1 ლ. ქათმის ან 
ბოსტნეულის ბულიონი
300 გრ. ხახვი
300 გრ. სტაფილო
500 გრ. კარტოფილი (სეზონურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი კარტოფილი)
2 ლაიმი ან ლიმონი
1 ქილა ხახვის მარინადი
2 საშუალო კონა ტარხუნა
მარილი
შერეული წიწაკა
3 დაფნის ფოთოლი

კურდღლის ხორცი გაცილებით უფრო მჭლეა ვიდრე საქონლის ან ღორის, გემოთი ქათმისას ჩამოგავს, თუმცა ქათამთან შედარებითაც დაბალცხიმიანია და ცილებით მდიდარი. ამიტომ, თითქმის ნებისმიერი ქათმის კერძი შეგვიძლია მოვამზადოთ კურდღლის ხორცით. თუ კურდღელი ახალგაზრდაა, მაშინ ხორცი ნაზი აქვს და ადვილად ითვისებს ჩვენთვის სასურველ გემოს.
საქართველოში კურდღელზე ნადირობენ, ან მცირე ფერმები აქვთ, თუმცა, ჩვენთან, კურდღლის ხორცი ნაკლებად გავრცელებულია, ამიტომ კურდღლის შეძენა ბაზარში ან სარეალიზაციო ქსელში ადვილი არ არის. წინამდებარე რეცეპტისთვის ჩვენ ბიოლოგიური მეურნეობის – ბიოფუდის (www. biofood.ge) კურდღელი შევარჩიეთ. ამ ფერმაში კურდღელი ორგანული მეცხოველეობის სტანდარტებით იზრდება, იღებს ორგანულ საკვებს, დაავადების პრევენცია ჰომეოპათიური საშუალებებით ხორციელდება და არა ანტიბიოტიკური მედიკამენტებით, რაც სტანდარტული პრაქტიკაა ინდუსტრიულ ფერმებში – ამიტომ სუპერმარკეტში შეძენილ ქათამს, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელი და გემრიელი კურდღელი ამჯობინეთ.
მომზადების წესი:
დაჭერით კურდღელი რვა თანაბარ ნაჭრად, მოაყარეთ მარილი და ფერადი, შერეული წიწაკა. მოათავსეთ კურდღლის ნაჭრები ტაფაზე და შებრაწეთ ოთხივე მხრიდან, შემდეგ გადაიღეთ თუჯის ქვაბში.
წვრილად დაჭერით ხახვი და სტაფილო, მოთუშეთ იმავე ტაფაზე. მოთუშული ბოსტნეული მოათავსეთ კურდღლის ნაჭრებთან ერთად.
თუჯის ჭურჭელი დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ნახევარმთვარის ფორმებად დაჭრილი ლაიმი ან ლიმონი, ერთი ბოთლი თეთრი ღვინო, ბულიონი და დაფნის ფოთოლი. ადუღეთ ერთი საათის მანძილზე ან ვიდრე კურდღლის ხორცი ბოლომდე არ მოიხარშება. ( გაითვალისწინეთ, რომ ნანადირევი კურდღლის მოხარშვას უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე ფერმის).
კუბებად დაჭერით და მოხარშეთ კარტოფილი. მოხარშული კარტოფილი ჩაუშვით კურდღლის ქვაბში, დაუმატეთ ხახვის მარინადი, გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილითა და შერეული წიწაკით და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.
გამასპინძლებამდე დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა.
მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ან უბრალო გახუხულ ნივრიან ბაგეტის ტოსტთან ერთად.

© tabula



კურდღლის ხორცს აქვს უამრავი სასარგებლო თვისებები, იგი არ შეიცავს ქოლესტერინს, არა ალერგიულია და მისწრებაა დიაბეტით დაავადებულებისათვის... თუ ვერ იშოვეთ კარგი ხარისხის კურდღლის ხორცი მომწერეთ და დაგეხმარებით :-) georgian2014@gmail.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.