Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოხრახუშის წვნიანი შებოლილი კალმახით

საჭირო მასალა: 300 გ კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 1 ს.კ. კარაქი, 700 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 200 მლ სქელი ნაღები, 3 კონა ოხრახუში, 150 გ შებოლილი კალმახი, ლიმონის წვენი, ჯავზი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ. ხახვი წვრილად დავჭრათ. ხახვი მოვშუშოთ კარაქში, დავუმატოთ კარტოფილი და 2 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავასხათ ბულიონი და ნაღები და საშუალო ტემპერატურაზე 15-20 წუთი ვხარშოთ თავდახურული. ამასობაში გავრეცხოთ ოხრახუში, მოვაშოროთ უხეში ღერები, დავასხათ მდუღარე და 1-2 წუთი გავაჩეროთ. შემდეგ გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. მწვანილი წვრილად დავჭრათ. ოხრახუში და მოხარშული ბოსტნეული ბლენდერით დავაქუცმაცოთ, დავუმატოთ მარილი, პილპილი, ჯავზი და ლიმონის წვენი. მივიყვანოთ ადუღებამდე და ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული