Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრემ-სუპი შემწვარი ვაშლითა და სოკოთი

საჭირო მასალა: 1 მოზრდილი კონა ნიახური, 3-4 ცალი კარტოფილი, 1-2 თავი ხახვი, 2 ს.კ. კარაქი, 3 ს.კ. ფქვილი 250 მლ რძე, 50 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 500 მლ წყალი, მარილი, წიწაკა, ჯავზი – გემოვნებით, 2-3 ცალი ვაშლი, 200 გ ახალი ქამა სოკო, 0,5 ჩ.კ. გამშრალი ქონდარი.

მომზადება: ხახვი, ნიახური და კარტოფილი დავჭრათ. დაჭრილი ბოსტნეული 1 ს.კ. კარაქში მოვშუშოთ, დავაყაროთ ფქვილი და რამდენიმეჯერ ამოვურიოთ. ბოსტნეული გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ ერთმანეთში არეული ღვინო, რძე და წყალი და 15-20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. ამასობაში სოკო და ვაშლი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ვაშლის ნაჭრები დავყაროთ ტაფაზე, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ვაშლს შუამდე მოადგეს და 2-3 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. ნაყოფი რომ დარბილდება, წყალი გადავწუროთ, დავაყაროთ ქონდარი და დავუმატოთ კარაქი. შემწვარი ვაშლები ცალკე ჭურჭელში შევინახოთ. სოკოს დავაყაროთ ქონდარი და იმავე ტაფაში ჩავყაროთ, რომელიშც ვაშლი შევწვით. როდესაც მომზადდება, ისიც ვაშლთან ერთად მოვათავსოთ. წვნიანი ბლენდერში ავთქვიფოთ და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მზა სუპს დავუმატოთ მარილი, ჯავზი და წიწაკა, სუფრასთან მიტანის წინ თითოეულ ულუფაში მოვათავსოთ ვაშლისა და სოკოს ნაჭრები. სურვილისამებრ შეგვიძლია ქონდარი ზემოდანაც მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.