Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელი, ნაოტრები, 2012

ნაოტრები სახელოვანი ადგილია ყვარლის ზონაში და მწარმოებლებმაც, ძმებმა ნეშუმაშვილებმა, სწორედ ეს სახელი დაარქვეს ღვინოს, რომელიც სოფელ ჭიკაანის და ზინობიანის მოსაზღვრედ მდებარე ვენახში მოყვანილი ყურძნიდანაა დაყენებული. სხვათა შორის, 2010 წლიდან ნაოტრების ღვინო პირველად ჭიკაანელმა კობა ქვაჭრელიშვილმა წარმოადგინა “ახალი ღვინის ფესტივალზე”. ნეშუმაშვილების საოჯახო მარანში დაყენებული ეს რქაწითლი ინტენსიური ქარვისფერია, ელვარე. მზეზე დაბრაწული ვაშლის ჩირისა და გარგრის მურაბის ტონებით. ცხარე, ახალი ღვინოა. კარგი მისაყოლებელი იქნება კახურ ტრადიციულ კერძებთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.