Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიცური სალათა მწვანე ლობიოთი

საჭირო მასალა: 100 გ მწვანე ლობიო, 125 გ სხვადასხვა სახეობის სალათის ფოთოლი, 50 გ რუკოლა, 100 გ პამიდორი ჩერი, 1 თავი წითელი ხახვი, 130 გ კაპარი, 1 ქილა თინუსის კონსერვი, 2 ცალი კვერცხი, 6 ს.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი,  2 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, მარილი, შავი პილპილი, შაქარი - გემოვნებით.

მომზადება: მწვანე ლობიო  ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში და 8 წუთის განმავლობაში ვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ და შევაგრილოთ. სალათის ფოთლები და რუკოლა გავრეცხოთ და გავამშრალოთ, შემდეგ ხელით მსხვილად დავაქუცმაცოთ. პამიდვრები შუა-შუა გავჭრათ. ხახვი ალყა-ალყა, ძალიან თხლად დავჭრათ. კაპარი და თევზი გადავწუროთ. კვერცხი მდუღარე წყალში მოვათავსოთ და 8 წუთის განმავლობაში ვხარშოთ, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ. ზეთი, ძმარი, მარილი, პილპილი, მწიკვი შაქარი ერთად ავთქვიფოთ. კვერცხი სიგრძეზე ოთხად დავჭრათ. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ და სოუსი მოვასხათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.