Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბესიკ მეფარიშვილი: „მეღვინე ვარ და ყურძენი არასოდეს გამიყიდია“

ლევან სეფისკვერაძე

ბესიკ მეფარიშვილი 42 წლის გურული კაცია. გურულის კვალობაზე გამორჩეულად დინჯი, საქმიანი, ინტერესიანი, ოჯახის პატრონი. სულ 6-7 წელია, რაც მის მშბლიურ ჩოხატურის სოფელ ფარცხმაშ მევენახეობა-მეღვინების საქეს ხელი სრიოზულად მოჰიდა და სამი ცნბილი გურული ვაზის ჯიშ უკვე გააშენა. აქვს დიდი გეგმბი და მოზრდილი მშენებარე მარანი, რომლის დასრბასაც ორ წელიწადშ ვარაუდობს. 

ბეს მეფარიშვილის მარანი შარშან შეურთდა „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ დაფინანსებულ „ღვინის კლუბის“ პროექტ „ღვინის სოფელში“ მონაწილე მეგრელ და გურულ მეღვინეებს.

ბესიკ მეფარიშვილი, „ბესიკ მეფარიშვილის მარანი“: „მეღვინეობა, როგორც იტყვიან, წინაპრებიდან მომდგამს. ბაბუაჩემი მისდევდა მევენახეობას და ოჯახისთვის სახლში აყენებდა საკმაოდ კარგ ღვინოს. მერე მოხდა ისე, რომ ცარიელი ნაკვეთი, სადაც სხვადასხვა კულტურები მოგვყავდა, ჩემმა მეგობარმა მეღვინე დავით კობიძემ ნახა, ძალიან მოეწონა და ვაზის 300 ნერგი მაჩუქა იმ იმედით, რომ მევენახეობით დავინტერესდებოდი. ამის შემდეგ უკვე მეც ჩავვარდი ინტერესში, თავიდან ბოლომდე „მოვიწამლე“ ამ საქმით და 2016 წლიდან მოყოლებული მევენახეობა-მეღვინეობაში ვარ. მართალია პარალელურად სხვა საქმიანობასაც ვეწევი, თუმცა სხვა საქმით ნაშოვნ ფულს ისევ და ისევ ვენახს ვახარჯავ. 

- ვენახში ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული? 

- ბაბუასეულ ვენახი დაახლოებით 500 ძირი ცოლიკოური იყო. მერე ჩვენ 1000 ძირამდე ჩხავერი, 200 ძირი ჭუმუტა და 150 ძირი საკმიელა გავაშენეთ. სამომავლოდაც ვაპირებთ ძველი გურული ვაზის ჯიშების გაშენებას. 

ღვინის დაყენებაში მეხმარება ოჯახი. შვილები ჯერ პატარები მყავს, თუმცა ვცდილობთ ისინიც ჩავრთოთ სხვადასხვა პროცესში. საქმეს ძირთადად მე და ჩემი ცოლი ვუძღვებით და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეფარიშვილების საოჯახო მევენახეობა-მეღვინეობა, ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი გაგებით. მეღვინე ვარ და ყურძენი არასოდეს გამიყიდია. მოსავალს მთლიანად ვწურავთ. 

ღვინოს ბოთლში ვასხამთ, ეტიკეტს ვუკეთებთ და უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთაც კი ვყიდით. ჩვენი ჩხავერი ავსტრალიელებმაც კი წაიღეს.ღვინოს უჟანგავი ლითონის ჭურჭელში ვაყენებთ.

- ღვინის ტურიზმით თუ ხართ დაინტერესებული?

- ღვინოს ძირითადად თბილისის ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაში ვყიდით. ვიღებთ ტურისტებსაც. განსაკუთრებულად მათ, ვინც ღვინით და ეკოტურიზმითაა დაინტერესებული, რადგან სწორედ ასეთი ტიპის ტურიზმი მგონია ჩვენისთანა მცირე მარნისთვის მნიშვნელოვანი. სტუმრებს ვათვალიერებინებთ ვენახს, მშენებარე მარანს, ვასინჯებთ ღვინოს, კერძებს და ვფიქრობ ამით ყველა კმაყოფილი რჩება.

ჩვენ განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს. ღვინო თუ გაიყიდება - გავყიდით. თუ არადა, არც მეგობრებთან ერთად ღვინის მირთმევა იქნება პრობლემა. სხვათაშორის, ამ საქმის დაძვრაში ხელი შეგვიწყო პანდემიამ, როდესაც დაკეტილი იყოყველაფერი და მეგობრებთან ერთად ვსინჯავდით ჩვენს ღვინოებს. ეს იყო ჩვენი ღვინის ერთგვარი რეკლამა და გავხდით ცნობადი იმ ადამიანებს შორის, ვისაც გურული ღვინო აინტერესებს.

- რამდენად გამორჩეულია თქვენი სოფელი მევენახეობის კუთხით და ახლა თუ მისდევენ ამ საქმეს?

- ჩოხატაურის სოფელ ფარცხმაში, სადაც ახლა ჩვენი ვენახებია გაშენებული, ადრე იყო მეურნეობა, სადაც ვაზის ჯიშები გამოჰყავდათ. ასე რომ, ეს ადგილი და ზოგადად ჩვენი სოფელი მევენახეობა-მეღვინეობით ადრეც იყო ცნობილი. ახლა ძირითადად მისდევენ მეხილეობას და მეთხილეობას. ჩხავერი ფარცხმაში და ჩოხატაურში თანდათან ბრუნდება და ბევრი ადამიანია დაინტერესებული პირველ რიგში ამ ჯიშიდაბრუნებით. ჩემი აზრით გურია ჯერ პირველ საფეხურზე დგას მეღვინეობის აღდგენის თვალსაზრისით. გასავლელია ბევრი საფეხური. ამ გზას გურია აუცილებლად ბოლომდე ღირსეულად გაივლის და მევენახეობა-მეღვინეობა ადგილობრივების მთავარი საქმე გახდება. 

აქ წესით უნდა იყოს ბევრი მარანი და ადამიანები ამ საქმით დაკავდნენ. მშრომელი ხალხის საქართველოს დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ გადინება ის პრობლემაა, რაც ჩვენი ქვეყნის სოფლებს და გურიას განსაკუთრებით აწუხებს. ამიტომაცაა, რომ როდესაც სავენახე სამუშაოებში ხელის წაშველება გვჭირდება, ხალხის მონახვა ფაქტობრივად შეუძლებელია ხოლმე. არადა, ეს ხალხი რომ ჩვენს სოფელში დაბრუნდეს, დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთესად შეძლებენ ცხოვრებას, ვიდრე სხვაგან.

- თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვითხარით...

- სამომავლოდ მინდა დავამთავრო ჩემი მშენებარე მარანი. ასევე ვენახშიმინდა მოვაწყო დიდი ფანჩატური, სადაც სტუმრები დაისვენებენ, დატკბებიან ხედებით და ერთი სიტყვით დროს ლამაზად და კარგად გაატარებენ. 

მარანის მშენებლობის დასრულება რა თქმა უნდა თანხებთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპზე სახურავამდე ვართ მისული და ყველაფერი ბოლომდე რომ დასრულდეს, ჩემი აზრით მინიმუმ ორი წელი მაინც დაგვჭირდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სადუღარი მარნის პარალელურად, მინდა გავაკეთო მზა ღვინის შესანახი სივრცე, რადგან ღვინის კარგად შენახვა ვენახის მოვლაზე და ღვინის დაყენებაზე არანაკლებად მნიშვნელოვანი საქმე მგონია“.

პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოსა და გურიაში ახორციელებს. პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომელთაგან საუკეთესოები ზაფხულში „ღვინის სოფლის“ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული