Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბიოდინამიკური ღვინის გამოფენა ბარსელონაში - „ტერუარების აღორძინება“

ბიოდინამიკურ მოძრაობებს მსოფლიოში უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. მევენახეობა-მეღვინეობის ეს მიმართულება მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან განვითარდა, თუმცა, მისი ფილოსოფია საუკუნის 20-იან წლებში ყალიბდება, რუდოლფ შტაინერის სასოფლო-სამეურნეო კონცეფციაში, უფრო შორს თუ წავალთ, ანთროპოსოფიის მოძღვრებაში. ბიოდინამიკური მევენახეობა-მეღვინეობის, უფრო ფართოდ კი - ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის მთავარი კონცეპტია ვენახი, როგორც ეკოსისტემა, რომლის მიმართაც ადამიანის დამოკიდებულება ეთიკურ-სპირიტუალურია. ბიოდინამიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთვარის ციკლებსა და ასტროლოგიურ გავლენებს. ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის მსგავსად, ბიოდინამიკის მთავარი პრინციპიც ვენახისა და ღვინის განვითარებაში ჩაურევლობაა.

მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის ამ პრაქტიკის ერთ-ერთი პიონერია ფრანგი მევენახე ლუარას რეგიონიდან, ნიკოლა ჟოლი, ვინც გასული საუკუნის 80-იანებიდან განჭვრიტა თანამედროვე სოფლის მეურნეობის ნეგაგტიური ზეგავლენა ბუნებაზე და ეს გამოწვევა მიიღო, როგორც ბიოდინამიკური ფერმერობის განვითარების აუცილებლობა. ჟოლიმ შემოიკრიბა ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები და მათთან ერთად თავიანთი ეკოლოგიური დამოკიდებულებების პოპულარიზაციას შეუდგა. მე-20 საუკუნის მიწურულს ეს გუნდი საფრანგეთში საკმაოდ გავლენიან ძალად ჩამოყალიბდა. გარდა იმისა, რომ ისინი თავიანთი პერსონალური საქმიანობის საშუალებით განავითარებდნენ ბიოდინამიკურ გამოცდილებებს, მევენახეობა-მეღვინეობის ამ მიმდინარეობის აქტიურ პროპაგანდასაც ეწეოდნენ. 2008 წელს, როცა მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და 180-ს გადააჭარბა, მათ დააფუძნეს ორგანიზაცია „Renaissance des Appellations“ (ადგილწარმოშობების აღორძინება). 

როგორც ჟოლი აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია ორიენტირებულია დახვეწილი, გამორჩეული ხარისხის ღვინოების პოპულარიზაციაზე, მათი საქმიანობის მთავარი მიზანია, სოლიდარობის გამოხატვა ღვინის შემქმნელთა მიმართ, რომლებიც იბრძვიან ტერუარებისა და ავთენტური გემოების შესანარჩუნებლად. ჟოლი და ბიოდინამიკოსები, ზოგადად, ეწინააღმდეგებიან, როცა მათ „მეღვინედ“ მოიხსენიებენ. ამას ადასტურებს მისი სავიზიტო ბარათიც, რომელზედაც ამოიკითხავთ - „ნიკოლა ჟოლი - ბუნების მოამაგე და არა - მეღვინე“. 
დღესდღეობით ორგანიზაცია - Renaissance des Appellations, რომელსაც ხელმძღვანელობს ნიკოლა ჟოლი, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად  ბიოდინამიკური მევენახეობა-მეღვინეობის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას უძღვება ჰონგ-კონგში, ამსტერდამში, მელბურნსა და სხვა ქალაქებში. რამდენიმე წელია, ამ ღონისძიებებში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ბიოდინამიკოსთა ოჯახის ქართველი წევრი - მევენახე და მეღვინე, სოლომონ ცაიშვილი („ჩვენი ღვინო“).

წელსაც, 27 აპრილს ბარსელონაში ჩატარდა Renaissance des Appellations-ის მიერ ორგანიზებული, ამავე სახელწოდების გამოფენა, სადაც მონაწილეობას იღებდა „ჩვენი ღვინო“. სოლომონ ცაიშვილს გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდა ქვევრის ღვინოები - 2006  და 2013 წლების რქაწითელი (წარაფი), 2012 წლის რქაწითელი-მწვანე (ბაკურციხე) და 2011 წლის საფერავი. გამოფენაზე ორი მნიშვნელოვანი მასტერკლასი ჩატარდა. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც უძღვებოდა თვით ნიკოლა ჟოლი, ბიოდინამიკურ მევენახეობა-მეღვინეობას მიეძღვნა,  მეორე ღონისძიება - სლოუ ფუდისა და ღვინის მასტერკლასი ჩაატარა გავლენიანი ჟურნალისა და გზამკვლევის, „Slow Wine“-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯანკარლო გარიგლიომ. 

გამოფენა შთამბეჭდავ გარემოში ჩატარდა - El Born Centre CulturalIt-ში, ისტორიული ქალაქის ტერიტორიაზე, რომლის ავთენტურობა საგამოფენო სივრცეში შენარჩუნებულია არქეოლოგიური ნაშთების სახით. თავად ნაგებობა მე-19 საუკუნეში გავრცელებული რკინის არქიტექტურის სტილისტიკაშია გადაწყვეტილი. ღონისძიებაში მონაწილეობდა ღვინის 80 მწარმოებელი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან (ელზასი, ლუარა, ბორდო, შამპანი, უნგრეთი, ავსტრია, საქართველო, სლოვენია და სხვ.). „ჩვენი ღვინოს“ ღვინოებმა გამოფენაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.