Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამიერიდან წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის 4407-ის განკარგულების საფუძველზე შეტანილი ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის 9 დეკემბრიდან წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი – სსიპ – შემოსავლების სამსახური. დოკუმენტაცია მომზადებული იქნება სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრში უნდა წარადგინონ საექსპორტო დოკუმენტაციის სრული პაკეტი ჩვეულებრივი წესით. 
გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს შესაბამისობისა და VI-1 ფორმის სერტიფიკატებს. 

მწარმოებლების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე შედგენილი დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით გადაეცემა შემოსავლების სამსახურს შემდგომი წარმოებისათვის. ყველა სხვა შესაძლო ცვლილების შესახებ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს დამატებით ეცნობებათ. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული