Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინო ტასმანიაში Tamar Valley-ის ვენახებიდან

ხშირად ამბობენ, რომ ტასმანიაში ავსტრალიის საუკეთესო ღვინოები იწარმოება. კუნძულის 7 რეგიონზე მთლიანობაში 184 ღვინის მწარმოებელია. ძირითადი ვაზის ჯიშებია პინო ნუარი,შარდონე, პინო გრი და რისლინგი. ეს მარანი, რომელიც ქართულ ქვევრებში აწარმოებს ღვინოს, ტასმანიაში Tamar Valley-ზეა. ველი კუნძულის უძველესი რეგიონია, სადაც, როგორც წესი, პრემიუმ ხარისხის ღვინოებს აწარმოებენ. აქ ძალიან ბევრ სხვადასხვა ჯილდოს მფლობელ რესტორანს, ულამაზეს ვენახებსა და განსაკუთრებით საინტერესო ღვინოებს აღმოჩენთ.

ჩრდილოეთ ტასმანიის საწარმოში, Peco Wines-ში, სწორედ ქართულ უძველეს ტექნოლოგიას იყენებენ ღვინის დასაყენებლად. ამ მარანს ჰანა და ბენ პირსონები მართავენ, ქვევრები კი საქართველოდან ჩამოაქვთ. Peco Wines არც ისე დიდი მარანია, მცირე წარმოებითა და დიდი გეგმებით. 2021 წელს მათ მხოლოდ 200 ბოთლი ღვინო ჩამოასხეს. როგორც გვერდზე თავად მწარმოებლები წერენ, ვენახის გაფართოებას და უკეთ განვითარებას გეგმავენ. მათი მიზანი მთლიანად ორგანული/ბიოდინამიკური ღვინოა. 

როგორც ვკითხულობთ, მწრმოებლებს ერთი ქვევრი აქვთ. მას ღვინის დასადუღებლადაც იყენებენ და სხვა მოსავლის ღვინოების დასაძველებლადაც. როგორც ვკითხულობთ, მეტი ქვევრის ჩამოტანასაც გეგმავენ, რადგან ძალიან მოსწონთ ქვევრში დაყენებული ღვინის არომატები და გემოვნული თვისებები. ხშირად წერენ თავიანთ გვერდზე საქართველოს, ჩვენი ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებაც. ამჯერად ქვევრის სხვადასხვას სტილის ღვინოები აქვთ. 

2021 ‘The Wild Child’ Pinot noir - Swinging Gate-ის ვენახებიდან. ქვევრში 5 თვის განმავლობაშია დაძველებული. აქვს მაყვლის, წითელი ვაშლისა და მუქი ქლიავის არომატები. იგრძნობთ მიწის ნოტებსაც და ფოთლოვანი ტყის “ატმოსფეროს”. 

 2021 ‘The Clay Plot’ Pinot Gris. წიპწებთან კონტაქტში თავდაპირველად ერთი ღამის განმავლობაში იყო, შემდეგ 28 დღის მანძილზე ძველდებოდა, მას შემდეგ კი უჟანგავი ფოლადის ავზებში გადაიტანეს. აქ იგრძნობთ ატმის, ნაღების, მარწყვისა და წითელი ფორთოხლის სურნელებას. 

2021 ‘The Picnic’ three pinots - ეს ღვინო პინო ბლანის, პინო გრისა და პინო ნუარის ნაზავია (თანაბარი წილით). ღვინო წიპწებთან 5 დღიან კონტაქტში იყო, შემდეგ უჟანგავი ფოლადის ავზში დავარგდა. აქვს საზამთროსა და მწვანე ქლიავის ნოტები. 

2021 ‘The Daisy Chain’ Frontignac -  დურდოზე 52 დღის განმავლობაში იყო. გაიარა სრული მალოლაქტური დუღილი (ორგანული მჟავების დაშლა), ამიტომაც ზამთრის ტექსტურა აქვს.  გამოირჩევა გარგრის, ნუშისა და მანდარინის არომატებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.