Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საბერძნეთის ღვინის რეგიონები და ადგილობრივი ვაზის ჯიშები

ღვინო ძალიან ძველი დროიდან იყო ბერძნული საზოგადოების ყველა კულტურული ასპექტის ნაწილი. ძველ ლიტერატურულ ტექსტებში სულ ვკითხულობთ ღვინის ღმერთის, დიონისეს შესახებ. ხშირად აღწერდნენ მწერლები სადღესასწაულო სცენებსაც, თუ როგორ სვამდნენ ბერძნები ადგილობრივ ღვინოს. ღვინის ერთგულება ჯერ კიდევ შესამჩნევია ბერძნულ თანამედროვე მეღვინეობაში. 

საბერძნეთში მეღვინეები იყენებენ სხვადასხვა ძირძველ ვაზის ჯიშებს და მიუხედავად ამ ხანგრძლივი ისტორიისა, ბერძული ღვინო ხშირად უცხოა მათთვის, ვისაც იქ ცოტა ხნით არ უცხოვრია ან არ უმოგზაურია მაინც. Vine Pair-ზე საბერძნეთის რეგიონების, მათი ლანდშაფტისა და ადგილობრივი ღვინოების შესახებ ვკითხულობთ. აქ რეგიონები PDO (Protected designation of  Origin)ან PGI (Protected geographical inditcation) მითითებითაა დაყოფილი. 

პირველი არის PDO Amyndeon, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარეობს და მეღვინეობა ძვ.წ. III საუკუნით თარიღდება. Kaimaktsalan-ისა და Vitsi-ის ქედებით გარშემოტყმულ მაღალმთიან ვენახებში კიდევ მოჰყავთ ყურძენი, რომლითაც საბერძნეთის საუკეთესო ღვინოს აწარმოებენ. აქ ძირითადად გაშენებულია Xinomacro, მაღალმჟავიანი, წითელყურძნიანი ჯიში, რომლითაც საკმაოდ ტანინიანი ღვინოები იწურება. ღვინოს ახასიათებს მუქი ალუბლის, ძირტკბილასა და წიწაკის არომატები, როგორც წესი, აქვს მდიდარი ტექსტურა და გრძელი დაბოლოება. 

PGI Florina  საბერძნეთის ჩრდილოეთ კიდეზე ბულგარეთისა და ალბანეთის მოსაზღვრედ ქვეყნის ყველაზე ცივ ღვინის რეგიონია. აქ ძირითადად თეთრ ღვინოს აწარმოებენ, განსაკუთრებით კარგად ხარობს ასირტიკო, მალაგუზია (Malagouisa) და სოვინიონ ბლანი. მალაგუზია ადგილობრივი თეთრი ჯიშია, რომელიც 70-იანი წლების შუა პერიოდამდე გადაშენების პირას იყო. პროფესორებისა და თანამედროვე მევენახეების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ახლა ვაზი ძალიან კარგად ხარობს, ცნობილია, როგორც ძალიან არომატული და კომპლექსური ღვინით. ახასიათებს ჟასმინის, თეთრი ატმისა და განგრის სურნელება, ასევე მუსკატის ტონები. ავტორი გვირჩევს Alpha Estate Malagouzia Turtles Single Vineyard-ს, რომელიც 100%-ით მალაგუზიისაგან იწარმოება და ძალიან უხდება მწვანე სალათებს, გამომცხვარ ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებს.

PDO სანტორინი - სანტორინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძულია თეთრი შენობებით, რომლებიც ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს. სანტორინის ვულკანური მდიდარი ნიადაგი, თბილი ღამეები და გრილი დღეები მას ღვინის ერთ-ერთ განსაკუთრებულ რეგიონადაც აქცევს. აქაც ყველაზე პოპულარული Assyrtiko-ს თეთრი საღვინე ყურძენია. ვაზით, რომელიც ვულკანური ფერფლის ნიადაგზე ხარობს, იწარმოება ძალიან ხრაშუნა, ხალისიანი თეთრ ღვინო მარაკუიასა და ლიმონის არომატებით. გვირჩევენ Domaine Sigalas Santorini-ის ღვინოს, რომლის სასიამოვნო მჟავიანობა ბერძნულ სალათსა და შემწვარ კრევეტებს უხდება. 

PGI კრეტა - აქ უძველესი მინოელები ცხვორობდნენ, რომლებიც საქონლითა და მათ შორის ვაზის ჯიშებით ვაჭრობდნენ ეგვიპტესთან. დროთა განმავლობაში განსაკუთრებით გავრცელდა ლიატიკო (Liatiko), რომლითაც მშრალი ან ტკბილი წითელი ღვინოები იწარმოება. Duoloufakis Liatiko დელიკატური, ღია ლალისფერი ღვინოა ახალი წითელი ხილის, მწვანილისა და ყვავილების არომატით. გარდა იმისა, რომ ლიატიკო ახალგაზრდაც ძალიან სასიამოვნოა, დაძველების უნარიც აქვს და წლების განმავლობაში ტყავის, სანელებლებისა და მწიფე ხილის სურნელებას იძენს. მიირთმევენ ცხარე კერძებთან და შემწვარ ხორთან ერთად. ლიატიკო  წამყვანი ვაზის ჯიშია კრეტას რეგიონში, თუმცა ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ ვიდიანოს (Vidiano). მისგან აყენებენ დაძველების ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე არომატულ ღვინოებს.

PDO ნემეა - პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და საბერძნეთში წითელი ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია. აქ საუკუნეების განმავლობაში მოჰყავდათ აჟიორჟიტიკოს (Agiorgitiko) ვაზი, ხშირად მის ღვინოს “ჰერკულესის სისხლსაც” ეძახიან, რადგან ძველი მითოლოგიის თანახმად სწორედ აჟიორჟიტიკოს ღვინის დალევის შემდეგ შეძლო ჰერკულესმა ლომის დამარცხება. დღეს საწარმოები კვლავ ამზადებენ მისგან მაღალი ხარისხის ღვინოს. Vine Pair-ის თანახმად ერთ-ერთი საუკეთესოა Domaine Skouras “St.George”, რომელიც ალუბლის, ჟოლოსა და მწიფე მარწყვის არომატებით ხასიათდება მიხაკისა და დარიჩინის ნოტებთან ერთად. აქვს გლუვი ტანინები, დაბოლოებისას კი ტკბილ ვანილსა და შავი პილპილის სურნელებასაც ამოიცნობთ. მიირთვით ბერძულ ბურგერებთან და გრილზე შემწვარ ხორცთან ერთად. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული