Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ვაზი ამერიკაში

რეზო ქვაჭრელიშვილი
 
ამერიკაში ქართული ყურძნის ჯიშების გავრცელება კონსტანტინ ფრანკის სახელს უკავშირდება, წარმოშობით გერმანელს, რომელსაც მევენეხეობა-მეღვინეობაში მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაუცავს, მოგვიანებით საქართველოშიც უმუშავია, დიდი ალბათობით სამტრესტში და მის ვენახებში, რის შემდეგაც 50-იან წლების დასაწყისში ამერიკაში წასულა. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ დოქტორ ფრანკი ჯერ ნიუ-იორკის შტატში, კორნელის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის საექსპერიმენტაციო სანერგეში, ხოლო შემდეგ კი იმავე რეგიონში ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში კონსულტანტად მუშაობდა. მოგვიანებით, 1962 წლიდან საკუთარი ღვინის კომპანიაც დააარსა და სწორედ აქ დაიწყო ევროპული vitis vinifera–ს ყურძნის ჯიშების, მათ შორის რქაწითელისა და საფერავის გაშენება. ის თავისი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კერძოთ, ნიუ-იურკის ფინგერ ლეიკის მევენახეობის რეგიონის (The Finger Lakes AVA) ცივ კლიმატურ პირობებშიც შეიძლება მაღალხარისხიანი ყურძნის მოყვანა. მისი შვილიშვილი და ღვინის კომპანიის ამჟამინდელი მფლობელი, ფედერიკ ფრანკი აღნიშნავს, რომ ბაბუამისი დარწმუნებული ყოფილა ამერიკაში საფერავისა და რქაწითელის პოტენციალში. ამჯამად, Vinifera Wine Cellars-ის მფლობელობაში 4 ჰექტარამდე რქაწითელი და ნახევარი ჰექტარი საფერავის ვენახია.
როგოც ჩანს, რქაწითელმა და საფერავმა კარგი ადაპტირება განიცადეს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, განსაკუთრებით დოქტორ ფრანკის ვაზის დამყნობის მეთოდების გათვალისწინებით, რომელიც საძირედ ამერიკულ ვაზს (Vitis Lambrusca) იყენებდა, რაზეც ევროპულ ყურძნის ჯუშებს ამყნობდა. მის სახელს უკავშირდება ასევე ზამთარში მოყინვისგან დასაცავად ნამყენის მიწით დაფარვის მეთოდიც. სწორედ ეს ორი ქართული ვაზის ჯიშია ყველაზე გავრცელებულ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე და რამდენიმე ღვინის კომპანია ღვინოსაც აწარმოებს. ესენია, Westport Rivers Vineyard & Winery მასაჩუსეთსის შტატში, McGregor Vineyard და Standing Stone Vineyard ნიუ-იორკის შტატში, Tomasello Winery ნიუ-ჯერსიში და Horton vineyards ვირჯინიაში.
Horton-ის მარკეტინგის დირექტორი, ნილ გლეისერი აღნიშნავს რომ ღვინის ქარხნის ვიზიტორები რქაწითელს სიამოვნებით აჭაშნიკებენ. მისი თქმით ვინც კი რქაწითელს გასინჯავს, ის აუცილებლად ბრუნდება და უფრო მეტს ყუდულობს. Horton-ს 2.5 ჰექტრამდე რქაწითელი აქვს გაშენებული. დაახლოები ჰექტარ-ნახევარი რქაწითელი აქვს გაშენებული Westport Rivers. მისი წარმომადგენელი, ქრეგ სეზარიც აღნიშნავს, რომ რქაწითელი და საფერავი კარგად ეგუება ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს და ამატებს, რომ მათი თხელი მტევნები ნაკლებად მიდრეკილია ჭრაქისა და ნაცარის მიმართ. ამ რეგიონში რქაწითელს ძირითადად უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში ამზადებენ, ყველანაირი მუხის გავლენის გარეშე, რის შედეგადაც მშრალი და ნაზი ღვინოები დგება, რომლებიც ღვინის მაღაზიებში $20-ის ფარგლებში მერყეობს: Dr. Frank $18, Westport Rivers $19, და Norton $20. Westport Rivers-ი ასევე ასხავს ცქრიალა ღვინოს, რომელის რქაწითელისა და რისლინგისა ბლენდია. საინტერესო და აღსანიშნავია McGregor-ის $55 დოლარიანი წითელი ღვინო უცნაური სახელით “Black Russian Red”, რომელიც საფერავისა და მოლდოვურ სერექსია-შავის (Серексия чёрная) ბლენდია. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ეს საფერავი კი არა, საფერავი-სევერნია (Саперави северный), რომელიც ნოვოჩერკასკის პოტაპენკოს სახელობის მეღვინეობა-მევენახეობის კვლევით ინსტიტუტში შეჯვარებული სევერნისა და საფერავის ნაჯვარია, და ამერიკაში სწორედ ისაა გავრცელებული, რომელიც დიდი ალბათობით, დოქტორ ფრანკის მიერ ამერიკაში ჩატანილი და მისსავე სანერგედან გავრცელდა ამ რეგიონის სხვა ღვინის კომპანიებში, და არა ნამდვილი ქართული საფერავი.
ფინგერ ლეიკის კიდევ ერთი მწარმოებელი და Standing Stone Vineyard-ის მფლობელი, მარტი მასინსკი აღნიშნავს, რომ მისთვის საფერავის გაშენება 1994 წლიდან მხოლოდ პინო ნუართან ბლენდირებისთვის უნდოდა, რომელიც ამ რეგიონში საკმაოდ ღია, მკრთალ ღვინოს იძლევა, რაც ადგილობრივი მყიდველისთვის ნაკლებად მიმზიდველია. აღმოჩნდა რომ ექსპერიმენტმა არ გაამართლა, რადგან საფერავის სულ მცირე რაოდენობაც კი ათასგვარ პრებლემებს უქმნიდა პინოს. მოკლედ, 2005 წლიდან, გადაწყვიტეს, რომ საფერავისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ ახლა უკვე ბლენდირების გარეში, სუფთა საფერავი ჩამოესხა, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო! იგი დიდი კმაყოფილებით მოიხსენიებს მის ვენახებში მოყვანილ პინო ნუარს და მერლოს, მაგრამ აღნიშნავს, რომ სწორედ საფერავია ის ჯიში, რომელიც ამ რეგიონის პოტენციალს წარმოაჩენს. ის აღიარებს, რომ ჯერ კიდევ მცირე გამოცდილებაა დაგროვილი და ბევრია სამუშაო ამ მხრივ, მაგრამ საფერავს აქვს ყველა ის მონაცემი, რის გამოც ის ასეთ ცივ კლიმატში განსაკუთრებით კარგ შედეგებს იძლევა: ყინვა-გამძლეა და ასეთ კლიმატშიც კი შაქრიანობა 23-24 ბრიქსზე ადის, მოსავლიანია - ჰექტარზე დაახლოებით 15 ტონას იძლევა, და მტევანიც თხელი აქვს, რაც მას დაავადებებისგან იცავს. 
მარტი მასინსკი ასევე მიიჩნევს, რომ მყიდველი ჯერ კიდევ არ არის გაშინაურებული ამ ყურძნის სახეობასთან, ზოგიც პირველად იგებს საფერავის სახელსა და წარმომავლობას, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ მომხმარებელმა იგი ერთხელ მაინც თუ გასინჯა, ის დიდი სიამოვნებით გადაიხდის $20 და $25. ის ასევე აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ ამერიკაში ყურძნის რომელიმე სახეობა წარმატებული გახდეს, ამისათვის მინიმუმ 20 მწარმოებელი მაინც უნდა ასხავდეს ამ ჯიშის ყურძნისგან ღვინოს. მას საფერავი სწორედ ასეთ წამატებულ ყურძნის ჯიშად ესახება და მომავალში მას ფინგერ ლეიკის წამყვან ყურძნის ჯიშის სტატუსს უწინაწარმეტყველებს!
 
© რადიო "ცხელი შოკოლადი"


Awesome web page! Will you revise frequently? We have bookmarked your internet site!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.