Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სად რა ვენახი ხარობს

მევენახეობა-მეღვინობას ბიუჯეტიდან 3 მილიონ 823 300 ლარი შეხვდა

თინა შავაძე

ბიზნესი და ხელისუფლება შეთანხმდა, რომ ქვეყნის პრიორიტეტული დარგებია აგროსექტორი და ტურიზმი. აგრობიზნესით დაკავებული კომპანიები ცდილობენ კონკურენტუნარიან პროდუქცია აწარმოონ და ამ გზით შიდა და საერთაშორისო ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრონ. მიზნის მიღწევა ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული და რამდენიმე მათგანის გადაჭრა სახელმწიფო სტრუქტურების უშუალო მოვალეობაა. მოვალეობის სათანადო შესრულებას კი შესაბამისი დაფინანსება სჭირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 78 მილიონ 106 ათას 600 ლარი გამოეყო. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული შეფერხებების აღმოსაფხვრელად სოფლის მეურნეობის სამინისტროში სათანადო პროგრამები შემუშავდა.

პროგრამებით დაგეგმილი ღონისძიებების განსახორცილებად მთლინად საბიუჯეტო თანხები გამოიყო. აღნიშნული დარგის განვითარება ქვეყანაში შემოსული გრანტებითა და კრედიტებით არ დაფინანსდება.

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი "სამტრესტი" 3 მილიონ 823 ათას 300 ლარს აითვისებს. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და ფალსიფიკაციასთან ბრძოლის ეს პრიორიტეტული მიმართულება რამდენიმე ქვეპროგრამას მოიცავს:

აღნიშნული თანხიდან ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი "სამტრესტის" აპარატი 1 მილიონ 732 300 ლარს დახარჯავს. ეს მთლიანად აპარატის შენახვას ხმარდება, რომელმაც შემდეგი სამუშაოები უნდა შესარულოს: საქართველოს მევენეახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება და შესაბამისი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება; უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციისგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვის ხელშეწყობა პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების ყველა ეტაპზე.

გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი დაიხარჯა პროგრამა "ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებისათვის საჭირო სანედლეულო ბაზის გეოგრაფიული არეალის განსაზღვრა-დადგენა და ამ ზონებში არსებული ნარგაობის ინვენტარიზაცია და პასპორტიზაციის" განხორცილებისთვის. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში ვენახის პასპორტიზაცია სათანადო დონეზე დღემდე არ ჩატარებულა. ანუ 20 წელზე მეტია, არ არის განსაზღვრული, სად რა ვენახი ხარობს და რომელი კონკრეტული ადგილიდან რა ტიპის ღვინო უნდა დაიწუროს. მაგალითად, არის ადგილები, საიდანაც მხოლოდ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი ღვინო უნდა დაიწუროს, მაგრამ სხვა ტიპის ღვინო იწურება. არის ადგილები, სადაც მხოლოდ საფერავი უნდა იყოს ჩაყრილი. ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ, სად იყოს ვენახი და სად არა. გლეხი ჩეხავს ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა გაჩეხოს - ის ნიადაგი და მიკროკლიმატი ხელს უწყობს, რომ კარგი ღვინო დაიწუროს. მაგრამ ამავე დროს არ ჩეხავენ იქ, სადაც არც კლიმატია ხელსაყრელი და არც ნიადაგი. ხელისუფლება ვენახების პასპორტიზაციაზე მხოლოდ საუბრობს. როდის დაიძრება პრობლემა მკვდარი წერტილიდან, ისევ უცნობია. ამ საქმის წარმართვისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული, როცა "სამტრესტის" აპარატის შენახვა მილიონი ლარი ჯდება.

პროგრამა "მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები" 1 მილიონი ლარით დაფინანსდება და ის მოიცავს: მეღვინეობის განვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და მისი განხორცილების კონკრეტული ღონისძიებების მომზადებას; ქართული პროდუქციის რეალიზაციისათვის უცხოური ბაზრების შესწავლას, მარკეტინგული კვლევის ჩატარებას.

მოსალოდნელი შედეგი: ფალსიფიკაციის შემთხვევების შემცირება და ქართული ღვინის სასაქონლე ნიშების დაცვის უზრუნვეყოფა შიდა და გარე ბაზარზე; საქართველოს ღვინის ხარისხის ეფექტური სისტემის შექმნა გასაღების ბაზრების მოთხოვნის შესაბამისად; მეღვინეობის გამართული მარეგულირებელი სისტემა; ქართული ღვინის პოტენციალის რეალიზება შიდა და საექსპორტო ბაზარზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროგრამა ძირითადად მიმართულია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და უკრაინის და პოლონეთის ბაზრებზე მასშტაბური პოპულარიზაციის ღონისძიებათა მოსაწყობად.

ქვეპროგრამა "ვენახის განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები" ასევე 1 მილიონი ლარით დაფინანსდება. პროგრამით გათვალიწინებული თანხები მოხმარდება "ვაქირულას" ჯიშით გაშენებული ვენახების შემცირებას, რომელიც შექმნის შესაძლებლობას გამოთავისუფლებულ ფართობებზე გაშენდეს სტანდარტულ სორტიმენტში შემავალი ჯიშები. მოსალოდნელი შედეგი: ჰიბრიდული ჯიშის (ვაქირულა) ვენახის შემცირება, ქვეყნაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება, მოსახლეობის ყურძნის რეალიზაციისა და საექსპორტო მიწოდების მოცულობის გაზრდა.

საქართველოში ვაზი დაახლოებით 43 000 ჰექტარზეა გაშენებული. სოფლის მეურნეობის სამინსტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქვეპროგრამით სიღნაღის რაიონის სოფლებში ანაგა, ვაქირი, ჯუგაანი და ა.შ 500-700 ჰექტარი ვენახი ამოიძირკება.

3 მილიონ 823 ათას 300 ლარიდან ქვეპროგრამა "ღვინის ლაბორატორიული კვლევას" 100 ათასი ლარი შეხვდა. თანხები მოხმარდება ალკოჰოლიანი სასმელების სერთიფიცირებულ პარტიაზე საინსპექციო კონტროლის დაწესებას, კერძოდ, ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარდგენილი ნიმუშების სერთიფიცირებულ პარტიიდან ამოღებულ ნიმუშთან შედარების უზრუნველსაყოფად ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა. მოსალოდნელი შედეგი: ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისგან ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრის დაცვა. სოფლის მეურნეობის სამინსტროში განაცხადეს, რომ ღვინის კვლევა ვაზისა და ღვინის კანონის შესაბამისად, ყველა აკრედიტებულ ლაბორატორიაში მოხდება.

შესაძლებელია ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები ირიბად შეეხოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას. პროგრამა "სოფლის მეურნეობის დარგის გამოფენების მოწყობის ღონისძიებებისთვის" 300 ათასი ლარია გამოყოფილი. თანხები მოხმარდება საგამოფენო ფართის ქირავნობას, საჭირო ინვენტარით უზრუნვეყოფას, სცენის მოწყობას, სარეკლამო მომსახურებას, (სატელევიზიო რეკლამები, ბუკლეტები და ა.შ.) და გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფას.

პროგრამა "2007 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები" 5 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წლის რთველის ჩატარებისთვის ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ არის გათვალიწინებული. როგორც ჩანს, მთავრობა უხვმოსავლიან რთველს არ ელოდება, ან კიდევ შესაძლებლად მიიჩნევს, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგოს მოხსნას.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული