Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი კარითა და სოკოთი

საჭირო მასალა: 2 ცალი ქათმის მკერდი, 100 გ ნიახურის ძირი, 2-3 ცალი ქამა სოკო, 1 ცალი სტაფილო, 100 გ ხახვი, 100 გ ცუკინი, 1 ჩ.კ. მშრალი რეჰანი, 3 ს.კ. კარაქი, 0,5 ს.კ. ზეთი, 1 ჭიქა რძე, 1 ს.კ. ფქვილი, 1 თავი ნიორი, 2 ჩ.კ. კარის ფხვნილი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მოზადება: ქათმის ხორცი დავჭრათ და 1 ს.კ. კარაქში შევბრაწოთ. ქათმის ნაჭრები ამოვიღოთ თეფშზე. ყველანაირი ბოსტნეული თხლად და წვრილად დავჭრათ. ნიახური ცხიმიან ტაფაში მოვათავსოთ, 2-3 წუთის შუალედით დავუმატოთ სტაფილო და 2 ს.კ. წყალი. 5-6 წუთში მოშუშულ ბოსტნეულს დავასხათ ზეთი, დავაყაროთ სოკო, ცუკინი და როცა მოიშუშება, შემწვარი ქათმის ნაჭრებიც  ჩავაწყოთ. ტაფას დავახუროთ სახურავი და ცეცხლი გამოვრთოთ. მოვამზადოთ სოუსი – ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავაყაროთ ფქვილი და 1-2 წუთი ვშუშოთ. ფქვილი უნდა გაოქროსფერდეს, შემდეგ ნელ-ნელა დავასხათ რძე და ცეცხლს ჩავუწიოთ. სოუსს გამუდმებით ვურიოთ, რომ არ მიიწვას. როდესაც შესქელდება, დავაყაროთ კარის ფხვნილი, დავასხათ მოშუშულ ბოსტნეულსა და ხორცს, შუაში მოვათავსოთ მთლიანი ნივრის თავი, მოვაყაროთ  რეჰანი, დავახუროთ სახურავი და 10-15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული