Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო - ღვინის სამშობლო - მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში

მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტს, რომ საქართველოს 8000 წლის მეღვინეობის ისტორია აქვს და რომ მსოფლიოში უძველესი ღვინის შემქმნელები ქართველური ტომები იყვნენ, მთელი მსოფლიოს მედია ეხმაურება.

აღმოჩენის შესახებ აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალმა, Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS) 13 ნოემბერს გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). იმ დღესვე, პლანეტის ყველა წამყვანი როგორც სამეცნიერო, ისე სხვა სფეროს მედია საშუალება - BBC, CNN, The Guardian, The New York Times, National Geographic და სხვა საქართველოს შესახებ წერდა.

BBC: World's oldest wine' found in 8,000-year-old jars in Georgia (მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოში, 8000 წლის ჭურჭელში აღმოაჩინეს) . "ჩვენ გვჯერა რომ ეს ევრაზიული ველური ვაზის უძველესი მოშინაურებული სახეობაა, მხოლოდ ღვინის დასაყენებლად"- ამბობს თანაავტორი სტეფენ ბატიუკი (Stephen Batiuk), ტორონტოს უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ღვინო დგებოდა იმავე ქვევრის მეთოდით, რაც დღეს, "როდესაც ყურძენი იჭყლიტება და მარცვლის, კლერტისა და წიპწის ერთად ფერმენტაცია ხდება."

The New York Times -ი - Wine From Prehistoric Georgia With an 8,000-Year-Old Vintage (8000 წლის მოსავლის ღვინო პრეისტორიული საქართველოდან) ჭიქას სწევს საქართველოსთვის, რომელიც ამიერიდან ღვინის სამშობლოდ სახელდება.

The Guardian  - Evidence of world's earliest winemaking uncovered by archaeologists (არქეოლოგებმა მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის დამადასტურებელი საბუთი გამოაქვეყნეს). ადამიანები ღვინოს აყენებდნენ ასეულობით წლით ადრე, ვიდრე აქამდე სჯეროდათ.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



რას გულისხმობენ სამხრეთ კავკასიაში? "საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან". რას ნიშნავს ეს ყოველივე? თუ საქართველოდანაა, მაშინ აზერბაიჯანის უმეტესი ნაწილი და სომხეთის გარკვეული ნაწილი რა შუაშუა? თუ საქართველოდანაა, მაშინ ეს რეგიონები რათაა ნახსენები? კი, მაგრამ ეს არის საქართველოს აღიარება ვაზისა და ღვინის აკვნად? ეს არაა საქართვეოოს აღიარება! არამედ სომხებისა და აზერებისა... ბარემ დაერქმიათ სტატიისათვის: სომხურ-აზერბაიჯანული ღვინო საქარველოდან... ამისათვის დადიოდა ქართული დელეგაცია ბორდოში სამ დღეში ერთხელ, რომ ამხელა შანსი გაეშვა ჩვენს ქვეყანას ხელიდან და ეს შანსი სომხებისთვის ჩაედო ჯიბეში?


რა ხდება?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.