Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გვალვების გამო ღვინის ფასის ზრდაა მოსალოდნელი

იმის გამო, რომ ევროპის ვენახები ძალიან დაზარალდა სიცხითა და მწველი ტემპერატურით, ღვინის ღირებულების 10%-ით გაზრდაა მოსალოდნელი. “წითელი და თეთრი ღვინის პოპულარული ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან ბოთლი ღვინო უფრო ძვირი დაჯდება, თუ სიცხის ასეთი სერიოზული შემოტევა და გვალვა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება” - აღნიშნავს სტატიაში დეივით გეიტსი, Direct Wine-ისა და Laithwaites-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, როგორც ღვინოებზე, ასევე ალკოჰოლური სასმელის შემთხვევაში ფასები წინა წელს უკვე გაიზარდა 6%-ზე მეტით, რადგან ცხოვრების კრიზისი და ინფლაცია ზოგადი ფასების მოცემულობაზეც მეტყველებს.

გეიტსი სწუხს, რომ წლის ბოლომდე სავარაუდოა 4%-იანი ზრდა. მაგალითად, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისის თვეში Fred-ის მონაცემებით შეერთებულ შტატებში ერთი ბოთლი ღვინის ფასი საშუალოდ 13,3 ევრომდეა გაზრდილი. ღვინის ფასის ზრდის ტენდენცია განასკუთრებით მკვეთრია 2019 წლიდან, როდესაც ღვინის საშუალ ფასი 11 ევრომდე იყო. პიკს მიაღწია 2021 წლის აპრილში (13,7 ევრო). გასული წლის აგვისტოდან კი ფასები ისევ იზრდება. ქართულ ღვინოზე ტენდენცია მსგავსია, ფასები კი, სამწუხაროდ, მკვეთრად განსხვავებული. 2011-2020 წლებში ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი ბოთლზე იყო $2,46,  2012-2014 წლამდე $2,95-მდე გაიზარდა, თუმცა 2016 წელს მკვეთრად დაეცა ($2,26). 2016-2021 წლებში დასტაბილურდა $2,2 - $2,4-მდე. 

უნდა ითქვას, რომ აშშ-ში ექსპორტირებული ღვინის ბოთლის საშუალო ფასი გაიზარდა და გასულ წელს დაახლოებით $6,17 შეადგინა.

მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო, აღსანიშნავია, რომ ზეთისხილის ზეთის ფასებიც იზრდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი კულინარიული ინგრედიენტის ფასი, რომელსაც “თხევად ოქროდაც” კი მოიხსენიებენ ესპანეთსა და იტალიაში, წლის დასასრულამდე შეიძლება 25%-ითაც კი გაძვირდეს.

გეითსი აღნიშნავს, რომ ცხელი ტემპერატურა და მცირე წვიმა ხშირად ცუდ მოსავალს იწვევს, რაც, ბუნებრივია, ფასებს ზრდის. გარდა ამისა, მიწოდების ჯაჭვის და ენერგიის ხარჯების ფაქტორების გამო მკვეთრად გაიზარდა მშრალი პროდუქტის ფასებიც. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული