გამოქვეყნებულია: 27 მაისი, 2010 - 11:46

საჭირო მასალა: 1 ლ რძე, 4 ს/კ კაკაო, 5-6 ს/კ შაქარი, 35 ცალი დარჩეული ნუში.
ნუშის რძის მომზადება: ნუში ჩავყაროთ მდუღარე წყალში მანამ , სანამ კანი გასძვრება, შემდეგ დავაბლენდეროთ 150 მლ წყალთან ერთად.
კაკაოს მომზადება: შაქარი, კაკაო ავურიოთ და დავასხათ 1 ჭიქა ცხელი რძე. დანარჩენი რძე ავადუღოთ და ჩავუმატოთ კაკაოსა და შაქრის ნარევი. როდესაც მოდუღდება, დავუმატოთ ნუშის რძე და სასმელი მზადაა. ნუშის ნაცვლად შეგვიძლია კაკაოს დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი