Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთაფრიკელ მევენახეთა ეკოლოგიური სერთიფიკაცია

სამხრეთაფრიკელმა მევენახეებმა სერთიფიკაციის დამადასტურებელი ახალი მარკის გამოშვება გადაწყვიტეს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გარანტი იქნება. მარკა, რომელსაც ღვინისა და ალკოჰოლის კომიტეტი გამოუშვებს, რთული კომპიუტერიზებული სისტემებით იქნება დაცული და მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული სასმელისთვის იქნება განკუთვნილი. ყველა მარკას უნიკალური ნომერი აქვს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ყველანაირი ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ ღვინოზე. ნებაყოფლობითი სერთიფიკაციის გავლა ღვინის მწარმოებელ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, რომელსაც გავლილი აქვს IPV (Integrated Production of Wine) აკრედიტაცია მევენახეობის, მეღვინეობისა და ჩამოსასხმელი ხაზის ჩათვლით. დღეს სამხრეთაფრიკული მეღვინეობის მეურნეობების 95% ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას უჭერს მხარს, ამიტომ წინასწარი მონაცემებით, 2011 წლისთვის ღვინის მწარმოებელთა დაახლოებით 80% უკვე ამ ახალ სერთიფიკაციის დამადასტურებელ მარკას გამოიყენებს. Q

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული