Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვკითხულობთ ეტიკეტს – ელზასი/შამპანი

ღვინის ეტიკეტი ბევრ რამეზე მეტყველებს. მისი წაკითხვა მთელი ხელოვნებაა და საქმეში გაუცნობიერებელი ადამიანისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. არადა, ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია, ფაქტობრივად, გასაღებია კონკრეტული ღვინის არსში გასარკვევად. ამ რუბრიკაში შევეცდებით სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ღვინოთა ეტიკეტის წაკითხვის დეტალებში გაგარკვიოთ, გარდა ეტიკეტის წაკითხვისა, მომხმარებელი, მეღვინეები და კანონმდებლები კლასიფიკაციის იმ ნორმებსაც გაეცნობიან, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებსა თუ რეგიონებშია გავრცელებული.

 
ელზასი
 
Grand Cru
ელზასის 50 ვენახს Grand Cru-ს კლასიფიკაცია აქვს, რაც კონკრეტული მამულის ტერუარის მაღალ შეფასებაზე მეტყველებს. გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ღვინო, რომლის წარმოშობა Grand Cru-ს უკავშირდება, პრესტიჟული სტატუსის გამო გაცილებით ძვირია, ვიდრე რეალურად იმსახურებს.
ელზასში მიღებულია ღვინის ხარისხისა და სტილის განმსაზღვრელი რიგი ტერმინები, რომელთაც ეტიკეტზე მიუთითებენ.  Medaille d’Or(ოქროს მედალი): მედლებმა - Colmar, Macon და Paris "გამარჯვებულთა" სიმრავლის გამო დევალვაცია განიცადა. ოქროს მედალს უამრავი კარგი ღვინის ეტიკეტზე წააწყდებით, მაგრამ მას პრაქტიკულად არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება. ყველაფრის მიუხედავად, არის ერთი მედალი, რომლის მიღებაც პრესტიჟულია, ეს გახლავთ Sigille de Qualite, რომელსაც Confrerie St.-Etienne უშვებს. Vendange Tardive: გვიანი მოსავლისგან დამზადებული ღვინო, მდიდრული და ძლიერი, ძირითადად, ტკბილი. Selection de Grains Nobles: იშვიათი, ელეგანტური, მაგრამ ძალზე ტკბილი ღვინო, რომელსაც "კეთილშობილობმოდებული" ყურძნისგან ამზადებენ. Eleve en Futs: კასრში დაძველებული ღვინო, რომლის ბუკეტში მუხის ნოტები იგრძნობა. Selection, Reserve, Speciale Cuvee - სპეციალური ტერმინები, რომლებიც უმეტესწილად ღვინის ხარისხის არაორდინარულობაზე მიუთითებს.
 
აპელასიონი
იმ შემთხვევაში, თუ ღვინო წარმოშობილია Grand Cru-დ კლასიფიცირებული ვენახიდან, ფორმულირებას Appellation Alsace Controlee ემატება წარწერა - Grand Cru.
 
მწარმოებელი
ელზასური ღვინის ეტიკეტზე მწარმოებლის საფირმო ნიშანთან ერთად აუცილებლად მიუთითებენ მისამართსაც - ეტიკეტის ქვემოთ, წარწერის - "Mis en bouteilles par..." ქვემოთ, რაც ნიშნავს, რომ ღვინო ჩამოსხმულია მწარმოებლის მამულში.
 
ვაზისჯიში
ელზასურ ეტიკეტებზე ვაზის ჯიშის მითითებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აღნიშვნა არ გვაქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ღვინო ცქრიალაა, ან სხვადასხვა ჯიშების ყურძნის შერევით მიღებული.
 

 
შამპანი
 
მილეზიმი
ვინტაჟურ, ან მილეზიმურ შამპანურად მიიჩნევა ღვინო, რომელიც მთლიანად აღნიშნული წლის მოსავლითაა დამზადებული.
 
სტილი
შამპანურის სტილის მითითება აუცილებელი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე მითითებული არ არის ღვინის სტილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ სასმელი არავინტაჟური ბრუტია, რომელიც, სავარაუდოდ, ყურძნის სამი სხვადასხვა ჯიშის შერევითაა დამზადებული.
 
რაიონის/სოფლის სახელწოდება
ეს არის კონკრეტული ადგილის დასახელება, საიდანაც ღვინო მომდინარეობს. აუცილებელი არაა შეესაბამებოდეს იმ რაიონის/სოფლის/ქალაქის სახელწოდებას, სადაც ღვინის მარკაზე მითითებული მწარმოებელი იმყოფება.
 
სახელწოდება
ღვინის სახელწოდებად, ჩვეულებრივ, მწარმოებლის სახელი გამოიყენება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია კონკრეტული ღვინისთვის სპეციალური სავაჭრო მარკის გამოყენებაც.
 
სარეგისტრაციო ნომერი
ასომთავრული ასოები ამ პატარა კოდის წინ მიუთითებს, შამპანური ცალკეულმა სახლმა აწარმოა (NM) თუ კოოპერატივმა(CM). აბრევიატურა SR აღნიშნავს, რომ ღვინო გამოუშვა მეღვინეთა გაერთიანებამ, რომელიც ერთობლივ უძრავ ქონებას ფლობს და ბაზარზე ერთ ბრენდზე მეტს წარმოადგენს. ND - სანეგოციანტო ბრენდს აღნიშნავს და მიუთითებს იმაზე, რომ ღვინო კიდევ ვიღაცის მიერ არის დამზადებული.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


დავიბადე და მთელი შეგნებული ცხოვრება საფრანგეთში გავატარე. 60 წელი, ალბათ არც ისეთი ცოთაა, რომ რაღაც რაღაცეებში ვერ გაერკვიო.განსაკუთრებით კი ფრანგულ ღვინოებში. ბოჰემური ცხოვრების მოყვარულისათვის, როგორიც მე ვიყავი,საშუალება მომეცა უფრო საფუძვლიანად მცოდნოდა როდის რა სითხეს ვსავდი. ახლა კი, თქვენი სტატიების წამკითხველს ეჭვი შემეპარა, ამიტომ გადავწყვიტე და ჩემს მეგობარს სერჟ დუბს (Serge Dubs)საფრანგეთის სომელიეთა კავშირის პრეზიდენტს (President de l'Union de la sommellerie francaise-www.sommellerie-france.org)თქვენი სტატიების ზუსტი, დამიჯერეთ,თარგმანი წავაკითხე და სიმართლე გითხრათ მასაც იგივე რეაქცია ქონდა როგორიც მე:"- ძალიან ცუდად ინფორმირებული (tres mal informe)". ამით ყველაფერი ითქვა! მიუხედავად ამისა მაინც გავაგრძელებ თქვენი სტატიების კითვას.


დიდი მადლობა შენიშვნისთვის. იქნებ უფრო კონკრეტულად მიგვითითოთ შეცდომაზე.



რომელი ერთი, აღარ ვიცი საიდან დავიწყო. მერწმუნეთ,ყველა თქვენი სტატია, რომელიც ფრანგულ ღვინოებს ეხება, უამრავ შეცდომას შეიცავს.ამჯერად თქვენს ყურადღებას ფრანგული ეტიკეტებზე გავამახვილებ. ND - გახლავთ აბრევიატურა, შემოკლება, და ნიშნავს: N - negociant ანუ ქართულად რომ ვთქვათ საბითუმოდ მყიდველს, ხოლო D - distributeur ქართულად გამავრცელებეს. ასეთი კომპანიები დღესაც მრავლად არის საფრანგეთში. მათგან ყველაზე ცნობილი იყო და სამწუხაროდ აღარ არსებობს:La halle aux vins de Bercy, რომელიც პარიზში,მე-12ში, მდებარეობდა.საიდანაც, ხშირად, მე და ჩემს თანამეინახეებს დიდი სამარკო ღვინოებით გვისარგებლია. რაც შეეხება ND ნიშნის მქონე კომპანიებს, საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად მათ ეკძალებათ ღვინის წარმოება და მათი ძირითადი საქმიანობა ღვინის ჩამოსხმით შემოიფარგლება, ხოლო ეტიკეტზე მწარმოებლის რეკვიზიტები აუცილებლად უნდა აისახოს.


ND–ზე სტატიაში სწორედ ნეგოციანტზეა საუბარი და ის რომ ეს აბრევიატურაა, მემგონი კარგად ჩანს განმარტებაშიც :) (ისევე, როგოც NM, CM და ა.შ.). მესმის, რომ მნიშვნელობა ბოლომდე არაა დაღეჭილი, მაგრამ ეს გახლავთ პირდაპირი თარგმანი ერთ–ერთი ფრანგული გამოცემიდან ამოღებული პუბლიკაციისა.

 



”...და მიუთითებს იმაზე,რომ ღვინო კიდევ ვიღაცის მიერ არის დამზადებული”. დამზადებასა და ჩამოსხმას შორის მგონი სხვაობაა,ან შეიძლება ჩემი ქართული, რომელიც სულ რაღაც ოცი წელია ვისწავლე, არაა საკმაო. თუმცაღა, როგორც უკვე აღვნიშნე, თქვენს სტატიებსა და რადიო გადაცემებში უხვად არის ესეთი ... და ბოლოს, ნება მიბოძეთ,შემოგთავაზოთ ერთი საიტი,რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩემი მეგობრის შვილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს: www.findawine.com (moteur de recherche du vin). ამ საიტზე ყველაფერია იმისათვის, რომ შემდგომში, თავიდან აიცილოთ ყველა გაუგებრობა ფრანგულ ღვინოებთან დაკავშირებით. და მაინც გავაგრძელებ თქვენი სტატიების კითხვას და თქვენს მოსმენას რადიოთი.


სხვათა შორის, თქვენი მეგობრის შვილის საიტის მისამართს სანამ გავიგებდი, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან პორტალებს ვსტუმრობდი და ბევრ რამესაც ვაზუსტებდი ხოლმე :) უბრალოდ, მთარგმნელების მიერ დაშვებული ყოველი შეცდომის გაკონტროლება ძალიან ჭირს. ჩემს საიტს რომ მთელი რედკოლეგია ან რედაქტორთა ჯგუფი ჰყავდეს, სხვა ამბავია, მაგრამ მოგეხსენებათ, მარტო მიწევს მუშაობა...

მოკლედ, მომავალშიც სიამოვნებით მივიღებ თქვენს რჩევებს, თუკი რა თქმა უნდა,  რჩევები საქმიანი და კონკრეტული იქნება :) გაითვალისწინეთ, რომ ექსტრემალურ პირობებში მიწევს მუშაობა... ჩვენი გაჭირვებაც გვეყოფა :)) ნეტა იცოდეთ რამდენი გარჯა (და ფული) გვჭირდება "მე და ჩემს თანამეინახეებს" ნორმალური (მაგ. ფრანგული) ღვინის დასალევად :) 

შეცდომების გამოსწორება უფრო ადვილია, ვიდრე დამოკიდებულების შეცვლა :)



GAUMARJOS MALXAZS! MAGARI SAQMIS KETEBISATVIS DA SHROMISATVIS. SIRCXVILI BATON DANILES! AMPARTAVNEBISATVIS, SXVISI SHROMIS DAUNAXAOBISATVIS DA TAN DAMADLEBISATVIS ROM MAIN GAAGRDZELEBS SAITIS KITXVAS.


DA KIDEV: SHEADARET UBRALO GURULI SOPLELI KACIS KOMETARI STATIASHI GAPARUL UZUSTOBAZE (წერილი "ღვინის კლუბს 20.07.2010), SAFRANGETSHI DABADEBULI DA MTELI SHEGNEBUL-CXOVREBA IQVE GATAREBULI, BATONI DANIELIS KOMENTARS.


David, მე მგონი ზედმეტად გაცხარდით დანიელის კომენტარის გამო :) პირიქით, ნებისმიერი შენიშვნა ყურადღებით უნდა წავიკითხოთ, თუ გვინდა ეს სფერო საერთოდ განვითარდეს საქართველოში. ალბათ ისიც მისასალმებელია, რომ საიტის კიტხვას მაინც გააგრძელებს :) ჩემი მხრივ შემიძლია მალხაზს სტატიების კორექტირებისას შევთავაზო ჩემი ფრანგული ენის ცოდნა :) ძალა ერთობაშია :)


HOO, ME MGONI MARTLA ZEDMETAD GAVCXARDI. SAQME IMASHIA ROM MEC UCXOETSHI VAR DA KVELAFERI QARTULI MENATREBA. MERE ES MALXAZIS SAITI VNAXE DA MAGRA GAMEXARDA, RAGAC QARTULI SITBOC VIGRDZENI GVINOZE STATIEBIDAN. DA MERE UCEB BATONI DANIELIS UJMURI KOMENTAREBI... MOKLED, MOMAVALSHI UFRO MSHVID KOMENTEBS GAVAKETEB. BATONMA DANIELMA KI UNDA MAPATIOS:))


პირიქით მგონი საიტი და ვებ გვერდი ბლოგი იმისთვის არსებობს რომ საზრიანი და სწორი კრიტიკა მოისმინო და გაიზიარო. ამპარტავნობაა ის არის როცა არასაფუძვლიანად და არა კონკრეტულად დასაბუთების გარეშე უსწორებ ადამიანს ან მიუთითებ მის არაკვალიფიციურობაზე კონკრეტულ საკითხში. ღვინოც და მისი სფერო როგორც სხვა სფეროები საკმარისად რთულია რომ არ გამოგეპაროს სადმე შეცდომა, მე მესმის ავტორის მხარე რომ ის მარტო არის და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ამასთანვე პირიქით უნდა მოთხოვოს კონკრეტულ გამოცდილ პირებს დახმარება რომ შესწორება შეიტანონ ესე იხვეწება სწორი ინფორმირებული მასალა ინტერნეტ სივრცეში რომელიც მოიცავს უამრავ უაზრო და ცრუ ინფორმაციას. გასაბრაზებელი და საწყენი აქ არაფერი არ არის, არც დამადლების საკითხი, პირიქით. სწორედ ამიტომ დამაინტერესა ამ პოსტმა, რადგან მე თვითონ ეხლა მაინტერესებს რა არის სწორი ფორმა ეტიკეტისთვის, როგორ უნდა დაიტანო სწორად ინფორმაცია, რა არის ზედმეტი და ასე შემდეგ. და მიხარია რომ არსებობს ესეთი ინფორმირებული გვერდები და ბატონი დანიელის მწირი ინფორმაციაც უკვე ბევრ რამეში გამომადგება :) მადლობა ამ ვებ გვერდის დამფუძნებელს,იდეიის ავტორს და ადმინისტრატორს <3 <3 P.S. ქართველმა ერმა ჯანსაღი კრიტიკა უნდა მივიღოთ და გავითვალისწინოთ თუნდაც ჩუმად, თორე ასე ვერც ღვინოში განვითარდებით და ვერც სხვა სფეროში. <3 <3 <3

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.