Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გულიაში


1 კგ. საქონლის ხორცი (რბილი, საშუალო ნაჭრებად დაჭრილი)
2 ცალი ბულგარული წიწაკა
2 ცალი კარტოფილი
1 ცალი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
2 ს.კ. პაპრიკა
1,5 ჩ.ჭ. წყალი
50 მლ. შავი ღვინო
300 გრ. დაჭრილი პამიდორი
1 ს.კ. ტომატ პასტა
200 გრ. სოკო (თუ გიყვართ)

ძალიან მაღალ ცეცხლზე ვშუშავთ ხორცის ნაჭრებს, ვამატებთ დაჭრილ ხახვს და დაჭყლეტილ ნიორს, ცოტახანს კიდევ ვშუშავთ. ვაყრით კუბებად დაჭრილ კარტოფილს და ბულგარულ წიწაკას, ვამატებთ ტომატ პასტას, პაპრიკას, ვასხამთ წყალს და ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავდახურულს ვამზადებთ. ხორცი გავსინჯოთ, თუ თითქმის მზად არის, ვამატებთ დაჭრილ პამიდორს და ვასხამთ ღვინოს, ვაგემებთ მარილით, ვამზადებთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. წესით ფქვილით ასქელებენ გულიაშს, მე კარტოფილის ხარჯზე შევასქელე, თუ თხელი წვენი მოგეჩვენათ, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს.კ. ფქვილი. სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ ოხრახუში. გარნირად ბრინჯიც უხდება.
 
© rtuli


გულაშს თვითონ უნგრელები პერკელტს უწოდებენ და მისი მრავალი სახეობა არსებობს უნგრეთის სხვადასხვა კუთხეში პს. მემგონი სურათი უნდა გამოიცვალოს, რადგან არ შეეფერება მოცემულ რეცეპტს, სადაც სტაფილო ნახსენები არ არის, ისე სტაფილო გულაშისთვის მართლა ზედმეტია :D


არც სტაფილოა ნახსენები და პაპრიკა რაა ვერ გავიგე,დაწერე წიწაკა რა ცუდი სახელია წიწაკა თუ რა,ცოტა კიდე გამართეთ რეცეპტი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.