Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Melanzane al parmigiano

საჭირო მასალა: 2 მსხვილი, მოზრდილი ბადრიჯანი, 700 გ პამიდორი, 2 ნაჭერი მოცარელა, 50 გ პარმეზანი, 2 კვერცხი, 7-8 ღერი ბაზილიკი, ზეითუნის ზეთი, 25 გ კარაქი, მარილი, წიწაკა.

მომზადება: ბადრიჯანი დავჭრათ 0.5 სმ მრგვალ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი და 1 საათი გავაჩეროთ, რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეს. მოვამზადოთ პამიდვრის სალსა – პამიდორი დავმდუღროთ, მოვაცალოთ კანი და თესლები. მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ მარილი, წიწაკა, 3-4 ბაზილიკის ფოთოლი და ვადუღოთ 20 წუთი, თან ვურიოთ. შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ბადრიჯანი გავრეცხოთ, შევამშრალოთ და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში. შესაშრობად დავაწყოთ ხელსაწმენდზე. ფორმაში მოვათავსოთ ცოტაოდენი პამიდვრის სალსა, შემდეგ ბადრიჯნის ფენა, შემდეგ გახეხილი პარმეზანი, ზემოდან მოცარელა, ბაზილიკის ფოთლები, რამდენიმე კოვზი გათქვეფილი კვერცხი და სალსა. ამის შემდეგ პროცედურა გავიმეოროთ. სულ ზემოდან დავადოთ კარაქის ნაჭერი და 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული